ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელი ფორვარდები

ტურინის იუვენტუსში 2012/2013 წლების სეზონებში უმთავრესი პრობლემა იყო მაღალი კლასის ფორვარდის შეძენა. ტურინულმა ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა გადაჭრა ტევესი-ლორენტეს და შემდეგ პაბლო დანიელ ოსვალდოს მოყვანით. პაბლო დანიელ ოსვალდოს ჯერ დებიუტი გუნდში არ ჰქონია, არც ინტერთან მატჩშია განაცხადში, მაგრამ ფაქტია, რომ მას გამოცდილებაც და კლასიც აქვს. რა მოხდება ზაფხულამდე? გაგრძელება სრულიადში…

ამჟამინდელი იუვენტუსის შემადგენლობაში 6 ფორვარდი ირიცხება, მირკო ვუჩინიჩი (ჩერნოგორია), კარლოს ტევესი (არგენტინა), ფერნანდო ლორენტე (ესპანეთი), ფაბიო კუალიარელა, სებასტიან ჯიოვინკო და პაბლო დანიელ ოსვალდო (ყველა იტალია).

სეზონის დასაწყისში ანტონიო კონტემ გადაწყვიტა ვუჩინიჩი-ტევესის დაყენება, რადგან ლორენტეს არ ჰქონდა სათანადოდ კარგი ფიზიკური კონდიციები. შემდეგ ჩერნოგორიელმა მძიმე ტრამვა მიიღო და მესამე ფეხბურთელად იქცა, ფერნანდო ლორენტემ კი ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა და ნდობა გაამართლა კიდეც.

ამჟამინდელ ფორვარდებს ასეთი შედეგები აქვთ : ფერნანდო ლორენტე – 18 მატჩი სერია ა-ში, 9 გოლი და 3 ასისტი; ფაბიო კუალიარელა – 2 მატჩი კოპა იტალია-ში 1 გოლი, 1 ასისტი, 14 მატჩი სერია ა-ში 1 გოლი, 4 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და 2 გოლი; სებასტიან ჯიოვინკო – კოპა იტალია-ზე 2 მატჩი, 1 გოლი, 2 ასისტი, სერია ა-ში 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი; კარლოს ტევესი – 21 მატჩი სერია ა-ში 11 გოლი, 7 ასისტი, სუპერ თასი 1 მატჩი და 1 გოლი. ოსვალდოს ჯერ მატჩი არ ჰქონია. (შენიშვნა : აღებულია მხოლოდ ის სტატისტიკა, სადაც ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინეს.)

სამი ფორვარდის შემთხვევაში ყველაფერი გადანაწილდება შემდეგნაირად :

თუ იქნება კვლავ ორ ფორვარიანი სქემა :

ტურინელი ფორვარდების ამჟამინდელი მდგომარეობა (რამდენად ბედნიერები არიან ისნი) :

მირკო ვუჩინიჩი – მოთამაშე კლუბში ნამდვილად უკმაყოფილოა სათამაშო დროის ნაკლებობით, მან უკვე გამოთქვა ინტერში გადასვლის სურვილი, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ამიტომ ის იუვეში რჩება.

პაბლო დანიელ ოსვალდო – ფორვარდმა ნახევარ წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა, მისი თქმით იტალიაში დაბრუნებით ბედნიერია.

სებასტიან ჯიოვინკო – მოთამაშეს არ აქვს საკმარისი დრო, მაგრამ კლუბის სიყვარული ყველანაირ უთამაშებლობას ფარავს და მისი განცხადებით ძალიან ბედნიერია.

კარლოს ტევესი – მოთამაშეე კლუბში ყველაფრით კმაყოფილია.

ფერნანდო ლორენტე – მისივე განცხადებით “ნანდო” იუვენტუსში თავისი კარიერის უფრო მაღალ დონეზე გადავიდა.

კონტრაქტის ამოწურვის ვადები :

მირკო ვუჩინიჩი – 2015 წლის ზაფხული.

სებასტიან ჯიოვინკო – 2015 წლის ზაფხული.

ფაბიო კუალიარელა – 2015 წლის ზაფხული.

კარლოს ტევესი – 2016 წლის ზაფხული.

ფერნანდო ლორენტე – 2017 წლის ზაფხული.

პაბლო დანიელ ოსვალდო – 2014 წლის ზაფხულამდე იჯარით, გამოსყიდვის შემთხვევაში (20 მლნ.) ის 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მოთამაშეების ფასები ( Transfermarkt) :

სებასტიან ჯიოვინკო – 14 მილიონი ევრო.

ფაბიო კუალიარელა – 7 მილიონი ევრო.

ფერნანდო ლორენტე – 20 მილიონი ევრო.

კარლოს ტევესი – 22 მილიონი ევრო.

მირკო ვუჩინიჩი – 15 მილიონი ევრო.

პაბლო დანიელ ოსვალდო – 13 მილიონი ევრო.

მოთამაშეების ასაკი :

სებასტიან ჯიოვინკო – 27 წლის.

ფაბიო კუალიარელა – 31 წლის.

ფერნანდო ლორენტე – 28 წლის.

მირკო ვუჩინიჩი – 30 წლის.

პაბლო დანიელ ოსვალდო – 28 წლის.

კარლოს ტევესი – 29 წლის.

მოთამაშეების სიმაღლე :

ფერნანდო ლორენტე – 195 სმ.

სებასტიან ჯიოვინკო – 164 სმ.

ფაბიო კუალიარელა – 182 სმ.

კარლოს ტევესი – 173 სმ.

მირკო ვუჩინიჩი – 186 სმ.

პაბლო დანიელ ოსვალდო – 182 სმ.

მადლობთ ყურადღებისთვის. :love:

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
11 years ago

ტევესი 9 მილიონად ვიყიდეთ და ფასი 22 მილიონია :lool: :lool: :lool:

davit zivzivadze
11 years ago

მე ზოგადად live.goal.ge აქ ვუყურებ ხოლმე

jeep17
11 years ago

სისწრაფე არ ყოფნის და ჭედავს,სხვა ლინკი არ იცით?

jeep17
11 years ago

მართლა გამოსირდა,აბა რა უნდა აჩვენოს ეს თუ არა

jeep17
11 years ago

:evil:

jeep17
11 years ago

არავინ ხართ აქ?

jeep17
11 years ago

თამაში არ არის სეტანტაზე?
სადმე არის?

marchisio8
11 years ago
Reply to  jeep17

სეტანტა გამოსირდა. http://adjaranet.com/TV/LIVE?Channel=ntvplusfootball&tvid=21

gela kulikovi
11 years ago

სუარეზ

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x