კონტე : ” ასეთ სტილში თამაში დაუშვებელია ”
” მომხდარის ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია . შეხვედრა გრძელდება 90 წუთი და არა 45 . ამგვარ სტილში ასპარეზობა არის დაუშვებელი , რადგან მანამდე გაკეთებული საქმე წყალშია გადაყრილი . გაცილებით უკეთ შეგვეძლო თამაში და ამიტომ გაუგებრობაში ვარ და ვერაფრით ამიხსნია თუ რა დაგვემართა . პირველ ტაიმში სრული დომინირება გვქონდა მეტოქეზე , მაგრამ საკმარისია გავუშვათ ბურთი და პანიკაში ვართ . იგივე სურათი იყო ინტერთან დაპირისპირებაშიც . ასეთ დროს ვერაფერს ვიზავ , რადგან ეს არ გახლავთ ტაქტიკური წუნი და ვერც ფეხბურთელებს ვასწავლი რაიმეს , იმიტომ რომ საქმე კონცენტრაციის დაკარგვასთან გვაქვს . სამწუხარო შედეგია გუნდთან , რომელმაც რამდენიმე მომენტი შექმნა სულ ” …
” თითოეულს უნდა ესმოდეს , რომ ყოველ დღიური ოფლის ღვრით იპოვებს შემადნელობაში ადგილს . არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ სათადარიგოთა სკამზე კარგ ფორმაში მყოფი კლაუდიო მარკიზიოა და პაბლო ოსვალდო . მთელი კვირის მანძილზე ვაკვირდებით სურათის მიმდინარეობას და ამის შემდგომ ვიღებ გადაწყვეტილებას . გუნდის მოტივაცია მაქსიმუმზე უნდა იყოს , სხვაგვარად ისევ ასეთ დღეში აღმოვჩნდებით . რეალურად ვწუხვარ იმაზე , რომ ასე იოლად დავთმეთ ორი ქულა .
ეს ფრე ცივი შხაპის ეფექტივით იმოქმედებს ჩვენზე , რომელიც გამოგვადგება მომავალში . ჩვენს გუნდში არ არსებობენ ძირითადის და სათადარიგოთა სკამის მოთამაშეები . ვატარებთ პოლიტიკას რომლის თანახმადაც კარი ყველასათვის ღიაა და უმჯობესია მოთამაშეებმა დამარწმუნონ , რომ არ ვცდები .
რაც შეეხება სხვა შედეგებს , არ ვარ მათი ასპარეზობით დაინტერესებული , მთავარია რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შანსი . მხოლოდ ჩვენ თუ მივცეთ საშუალებას ვერონას დაბრუნებულებულიყო მოედანზე და ფეხბურთი ეთამაშა . მოდით გავითავისოთ ეს და დავრწმუნდეთ იმაში რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია. უკანასკნელ წლებში სკუდეტო აგრესიით და მოგების დაუოკებელი წყურვილით შევძელით . წელს იგივეს გაკეთება რთული იქნება ” .
წყარო : Football Italia
როგორც იქნა დამეთანხმა ხალხი ამ ბონუჩის გაჯმევისთვის
ისე რაც მართალია მართალია ბონუჩიმ მაგრად მოუკლო.. არასტაბილურია ძალიან, სულ უბრალო სიტუაციებში ბურთს ფეხს აცელს ხანდახან. არადა ტეხნიკაც აქვს და ყველა მონაცემი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რომ გახდეს
საუკეთესო ვერ გახდები ) როცა ბავშვურ პოზიციურ შეცდომებს უშვებ და ბურთზე აცილებ ფეხს) თან როგორ თამაშებში შეცდა ( გალატასარაი ( რომა ) არა აქვს არანაირი მონაცემები ) მცველს მონაცემები აქვს მაშინ როცა პოზიციურად ძლიერიოა და კითხულობს თამაშსს ) მე რამოდენიმეჯერ დავწერე და გავმეორდები ) კონტეს ასე თუ ისე სერია A ში აწყობილი აქვს თამაში დაცვაში) და ამ ფონზე კიდე არ ჩანს ბონუჩის შეცდომები ) ეგ რო გაუშვა ეხლანდელ ინტერში ან თუნდაც მილანში ) ბონერაზე უკეთეს შთაბეჭდილებას არ დატოვებს ) თამაშობს გუნდში რომელიც დომინირებს სერია A ში , და ზოგ თამაშში მეტოქე საერთოდ ვერ გადადის იუვეს ნახევარზე ) და კიდე ამდენი… Read more »
აქ ვინმეზე კონკრეტულად გადაბრალება ჩემი აზრით არ იქნება სწორი ბონუჩს თუ არ ჩავთვლით ბოლო თამაშებია საშინლად გამოიყურება და თუ მასე გაგაძელა სკამი უნა ახეხინო,ეს იყო ყველას ბრალი 2-ტაიმი გუნდამა აშკარად ჩაგდო და შედეგიც სახეზეა.რაც შეხება პოგბას რატო აკრიტიკებთ ვერ ვხვდები ტიპს ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე და აღარაფერს ვამბობ დარტყმებზე და თავის ინდივიდუალიზე.
ვერც მე გავიგე ძმა პოგბას რას ერჩიან. ბევრს ის არ ეპიტნავება, რომ მარკიზიო დასვა სკამზე და ვიღაც “გადამთიელ ზანგს” ეძლევა მეტი სათამაშო დრო. :D ერთ დონეზე ყველა თამაშს მესი და რონალდო ვერ ატარებენ, არათუ პოგბა და არ მესმის რატომ დაატყდა კრიტიკის ქარცეცხლი მაგ ბიჭს. :(
მარკიზიო მეც მაგრად მევასება და არც ის დამავიწყდება წია 2 სკუდეტოში ლომის წვლილი დაიდო,მარა მერე მაგარდ მოუკლო და არასტაბილირი გახდა და პოგბამაც ჩანაცვლა და არც თუ ცუდათც.ჩემი აზრი ასეთია პოგბა კიარა ვინც მზად იქნება კონკრეტული თამაშზე და ვინც მოედანზე თავს დადაებს ის უნდა იყოს სასტარტო ში და გვარებს მნიშვნელობა არ აქ.პოგბას შემთხვევც მასეა მარკიზიოზე მეტია ჯერ ჯერობიათ და მიტოა სასტავში
მეც მაგას ვიძახი ზუსტად, რომ თავისი თამაშის ხარისხის და მიხედვით უნდა მოხვდნენ ფებხურთელები ძირითად შემადგენლობაში. ამ ეტაპზე პოგბა გაცილებით სტაბილური და სარგებლიანი ფებხურთელია ვიდრე მარკიზიო. პრინცს უკვე წინა სეზონიდან დაეწყო რეგრესი და პოგბა ნელნელა იკავებდა მის ადგილს. აი წელს კი უკვე ფრანგი ფებხურთელი ძალიან მაღალ დონეზე გავიდა. კლაუდიო აუცილებლად უნდა დარჩეს გუნდში და თავისი საქმე გააკეთოს საჭიროების შემთხვევაში. დღევანდელი მოცემულობით კი ეს ბიჭი არ იმსაუხრებს ძირითადში თამაშ ს და ამას კონტე ჩვენზე უკეთესად ხედავს. ;)
ლაციოსტან ზამენა არ გააკეტა გავაკრიტიკეთ კონტე, პადოინი შემოყავს ვაკრიტიკებთ კონტეს, ოგბანა-პელუზ სემოყავს ვაკრიტიკებტ კონტეს, სება კუალიარელას რატო არ ათამაშებს ვაკრიტიკებთ კონტეს ათამაშებს და რატო ათამაშებს, ისმის კითხვა აბა ვინ შემოიყვანოს კონტემ ზამენიდან? ალესიო?
ჩემი კომენტარი ვის არ მოეწონა? რატო წაშალეთ?
3 წელია კონტეს იუვეს ვუყურებ და ჯერ მისგან საკუთარ შეცმომებზე აღიარება ვერაფრით მოვისმინე. ასამოას შეცვლა იყო სრული სიდებილე, ასევე აქცენტის დროის გაყვანაზე გაკეთება. ლიხშტას კოტრიალიც მოწმობს ამას. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ კონტეს მითითება არ იყო ეგ საქციელი! ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ რომამაც დაკარგა ქულები. ბონუჩი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უკვე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველამ პოგბა ჩადეთ მიწაში, არადა მასზე უარესსადაც ითამაშა ბევრმა. მარკიზიო კი პირლოს მაგივრად უნდა გამოეყვანა აუცილებლად. მაესტროს მარგი ქმედების კოიფიციენტი ფაქტიურად ნულის ტოლი იყო. :( თვითონ კლაუდიოს რაც შეეხება, ნუ გავხდით მისგან ტანჯული გმირის ხატს, რომელიც დაუმსახურებლად ზის სათადარაგიზე. პოგბას მიმართებაში ორივე აწეული ხელით ვეთანხმები… Read more »
გაბრაზებულია აშკარად ეტყობა, ფეხბურთელების კონცენტრაციას აბრალებს, არადა სინამდვილეში მისი ბრალია, მოედანზე კონცენტრაცია გუნდს შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშემ უნდა გაუმწვავოს, როცა გუნდი 80 წუთამდე იგივე 11 კაცით თამაშობს, ბუნებრივია არც სისწრაფე აქვთ და არც ენერგია, ამიტო იძულებულნი არიან სიღრმიდან დაიწყონ ნელი პოზიციური შეტევები, როცა მეტოქე ასეთი აქტიური გუნდია + გულშემატკივრების კარგი მხარდაჭერა ) რა საჭირო იყო უნიჭო პელუზოს შემოშვება ვერ მივხვდი, ასამოა 90 კი არა 190 წუთი რო არბენინო არ დაიღლება ისეთ ფორმაშია, მარკიზიო იყო ის კაცი ვინც მოედანს სჭირდებოდა პოგბას ან თუნდაც ტევესის ნაცვლად..)) ალბათ შემდეგ მატჩში სასტარტოში უნდა ველოდოთ კლაუდიოს, მაგრამ აი რთულ გასვლებს რა ეშველება არ ვიცი : ნეაპოლში,… Read more »
_____________________________ბუფონი________________________
ლიხშტაინერი__________ბარძალი__________ბონუჩი__________კიელინი
________________ვიდალი________პირლო________მარკიზიო_________
______________ტევესი_________ოსვალდო_______ჯოვინკო__________
არაა აუცილებელი ოცდაათმა კაცმა დააკომენტაროთ რო ცუდი ტაქტიკაა და ზოგი ფეხბურტელი არ იმსახურებს სასტავში თამაშს, უბრალოდ მე ამ გუნდის ნახავ გამიხარდებოდა და მეტი არაფერი
ტოპ კლასის მცველია საჭირო ცენტრში… ბონუჩი ჟილკით ქაჩავდა აქამდე, მაგრამ ეს ჟილკაც აღარ აქვს ამ ბოლოს…
პოგბას მიანიშა რაღაც კონტემ მარკიზიოთი… პირველი ტაიმი მართლაც რომ კარგად ჩაატარეს, მერე პირლო ამოიკეტა და დასრულდა გუნდის შეტევები…
თუმცა არის ტაქტიკები სადაც პირლო, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო შეიძლება ერთად გამოიყენო…
ამაში ნამდვილად ვეთანხმები კონტეს: საკმარისია გავუშვათ ბურთი და პანიკაში ვართ .ასეთ დროს ვერაფერს ვიზავ, რადგან ეს არ გახლავთ ტაქტიკური წუნი და ვერც ფეხბურთელებს ვასწავლი რაიმეს, იმიტომ რომ საქმე კონცენტრაციის დაკარგვასთან გვაქვს.
სატადარიგოზე კარგ ფორმაში მყოფი მარკიზიოაო:))) რატომ მერე შე ჩემა რატომ?