დელა ვალე ანიელის იმბეცილს უწოდებს
“ფიორენტინას” მფლობელ ანდრეა დელა ვალესა და ჯონ ელკანს შორის უთანხმოება არათუ გრძელდება, არამედ უფრო და უფრო მწვავდება კიდეც. დაპირისპირების მიზეზი გარკვეულ, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებაა: “ საწყალი, შანს არ უშვებს ხელიდან, რომ მთელ იტალიას გაახსენოს, როგორი იმბეცილია. მე მგონი, რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ იმის გასარკვევად, საერთოდ გვსურს თუ არა მისი იტალიაში ყოფნა. ის იმ ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც იტალიას დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილი, ახალგაზრდებს კი მომავლის იმედები წაართვა. ნამდვილი სირცხვილია, როცა ამ ოჯახის წარმომადგენელი იტალიელთა სამუშაო ადგილებზე საუბრობს. ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის მიზეზი ისაა, რომ მათ სახლში ჯდომა სურთ, ის ნამდვილი იმბეცილია. მისმა ოჯახმა გარეთ გასვლის საშუალება არ უნდა მისცეს, იქნებ სადმე სათხილამუროდ გაუშვან. ” -შეგახსენებთ, გასულ პარასკევს სტუდენტებთან შეხვედრისას ჯონ ელკანმა განაცხადა, რომ ბევრი ახალგაზრდა თავს არიდებს მუშაობას, რადგან ამბიციები არ გააჩნია, ანდა სახლში კომფორტულად გრძნობენ თავს.
წყარო: football italia
https://www.facebook.com/photo.php?v=639995046038224
gavartყი ფიორენტინასსსსსს ჩამოვლენ ტურინში და დე დ ა აღარ ეყოლებათ

amogdes გუშინ გაფარჩაკებულმა ინტერმა,მაგას მიხედო ჯობია
ახტა გოჭი დახტა გოჭი
ჩემო ანდრე, შენ ამ უკლასო გუნდით აპირებ ტურინში ჩამოსვლას ? ტიპებმა ვერ შეუტიეს საერთოდ ნორმალურად და იუვესთან თავი გაიგიჟეს საუკუნის ქამბექი დადეს, ნერიაძურისთან მომენტს მომენტზე უქმნიან და დგანან გაუნძრევლად, ამ ნეტომ რა ქნა გოლის ეპიზოდზე ვერ გავიგე საერთოდ )
-“ფიორეს” “იუვე” “ინტერზე” მეტად ეზიზღება, მატრი კიდევ საერთოდ მერდა აღმოჩნდა, ტიტულები აჩუქა “იუვემ”, ჩვენ რომ არა კარიერას უტიტულოდ დაამთავრებდა, “ფიორენტინაში” რომ გადავიდა ასე თქვა : “ფიორენტინას” ფანების წინაშე ბოდიშს ვიხდი ჩემი “ბიანკონერული” წარსულის გამო.” იმდენად ეზიზღებათ ამ ხალხს ჩვენი საყვარელი კლუბი, რომ აღარც იციან რა მოიფიქრონ.