ბუფონი : ” გუნდმა არ უნდა იგრძნოს ლიდერების დანაკლისი ”
ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით მისი კლუბი შესძლებს ორი წამყვანი მცველის ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის გარეშე , სათანადო დონეზე ასპარეზობას კიევოს წინააღმდეგ : ” როდესაც შეხვედრას სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ასეთი ლიდერები აკლდებიან , გუნდი კიდევ უფრო ერთიანი ხდება და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს . როგორც ყოველთვის ვამბობდი , უნდა შევუტიოთ და დავიცვათ თავი მთელი გუნდით . არსებობს ეპიზოდები , როდესაც გუნდი საკუთარ სახეს იბრუნებს გაშვებულებული ბურთების შემდგომ . ერთი ორი წარუმატებელი მატჩის შემდგომ , გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემები ისადგურებს , მაგრამ საკმარისია ორი სამი შედეგიანი დაპირისპირება და ყველაფერი რიგზეა . ინტენსიური გრაფიკი ? მზად ვართ ყოველ მესამე დღეს მოედანზე გამოსასვლელად . გასული კვირა პროდუქტიულად გამოვიყენეთ და ამ მხრივ რაიმე დისკომფორტს ნამდვილად არ განვიცდით . ოსვალდო ? უდიდესი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა . იგი საკმაოდ ხშირად საუბრობს ფიზ მომზადების მწვთნელებთან საკუთარ კონდიციებზე . პაბლოს კარგად ესმის იმ პრესპექტივების შესახებ , რაც მას აქ ელოდება და თან გავითვალისწინოთ , რომ მუნდიალი სულ მალე დაიწყება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
კასერესი შეცვლის ღირსეულად ბარძალის მაგრამ ოგბონა რას იზავს კაცმა არ იცის
ბუფონი ყველაზე უკეთესად გრძნობს რო გუნდში მთავარი პოზიცია დააცვაა და ამ დაცვის წამყვანი მოთამაშეები გუნდის მთავარი ლიდერებიც არიან