კაპელო : ” ჩემი სიტყვები ცუდად გაჟღერდა ”
ფაბიო კაპელოს თქმით , მას არანაირი პრობლემა არ გააჩნია ანტონიო კონტეს მიმართ . შეგახსენებთ , რომ იტალიაში საკმაოდ დიდი აურზაური მოჰყვა ამ ორი თავკაცის სიტყვიერ დაპირისპირებას პრესის ფურცლებზე . კაპელომ დაიწუნა ანტონიოს სამუშაო მეთოდები , რომელმაც ვერონასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ გაუუქმა ფეხბურთელებს დასვენების დღე : ” ფაქტია , რომ კონტე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ყველას უდასტურებს საკუთარ ფასს . ბუნებრივია შიდა სამზარეულო მწვრთნელზე კარგად არავინ იცის და პირადად მე ნამდვილად არ გამომითქვამს მის მიმართ რაიმე პრეტენზიები . უბრალოდ აღვნიშნე , რომ ეს მეთოდები არ არის ჩემი სტილი და არ იწვევს ჩემში სიმპატიებს . მიუხედავად ამისა , ყოველი სპეციალისტი ინდივიდია და ნებისმიერი მეთოდის გამოყენება შეუძლია . ძნელია ამა თუ იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრო მაშინ , როდესაც არ იცი რა ხდება მის შიგნით . კიდევ ერთხელ განვმეორდები – მე უბრალოდ ვთქვი , რომ თავად არასოდეს მიმიმართავს მსგავსი ნაბიჯისკენ , ეს კი სრულებითაც არ ნიშნავს , რომ ვეწინააღმდეგები კონტეს გადაწყვეტილებას “ – განაცხადა რუსეთის ნაკრების თავკაცმა .
წყარო : Football italia
თქვენ გაიგეთ ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო… მე კი გეუბნებით კონტე არი რქიანი თხასავით ხტება და აქეთ იქით არ იყურება. არი ერჯი.. ახლა ადგეს უნდა კონტე და თავისი სიტყვების გამოც მოიხადოს ბოდიში. ეს იქნება კაცური საქმე. ყველაფერზე კი არ უნდა აფეთქდე ჯერ გაანალიზე რა ითქვა ვინ თქვა რა მოხდა იქნებ ჭორია და საერთოდ არაფერი უთქვამს მაშინ? ამიტომ კბილი მარტო საღეჭად არ აქვს ადამიანს.
:D:D:D:D ))) ეს განცხადება ბოდიში იყო ჩათვალე კაპელოს მხრიდან )) კონტეს ბოდიში არა აქვს მოსახდელი )) სწორედაც რო ცხვირი ჩაყო შიდა სამზარეულოში და გააკრიტიკა კონტე რასაც არავინ ეკითხებოდა ) დაასვენებს , არ დაასვენებს , დასჯის :D თუ ნაშებს მიუყვანს ფეხბურთელებს ეგ ანტონიოს საქმეა ))
ამას ვწერ აქ დიდი ხანია, რო დაპირისპირება არა სერია ას დონემ გამოიწვია და სტატისტიკამ არამედ ზემოთ ხსენებულმა ფაკტმა ) იტალიურ გაზეთში წავიკითხე სიტყა სიტყვით კაპელოს ინტერვიუ )და ეხლა ჯურნალისტებს აბრალებს არასწორად გაიგესო )) ეს უკვე იმას ნიშნავს რო მიხვდა მიქარა და ცხვირი ჩაყო იქ სადაც არ შეილებოდა )) :D
გაიგეთ ეხლა რა უთქვამს კაპელოს? და არა სერია ა სუსტია. უფრო სწორად კონტემ რაზე უპასუხა? კონტე არც ისე სულელია ტყუილად გაემწვავიბინა კაპელოსთან სიტუაცია.
ამას ვწერდი ძმა აქ 3 დღეა )) რა თქვა და რას მოყვა ეგ ეგრეთწოდებული დაპირისპირება )) :D არანაირი სერია ას დონე და ეგეთები არ უთქვამს ბოლო ინტერვიუში ) მანამდე კი განაცხადა ) ეხლა ეგ იყო და ვერ დავაჯერე ხალხს ))