მარკიზიო : “დერბიში რთული თამაში გველის”
კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ტურინულ დერბიზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ეს დაპირისპირება მარტივი არასდროს ყოფილა.”ტორინო” ამ მომენტისთვის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს, ლიდერი “იუვენტუსი” კი რვა ქულით უსწრებს უშუალო მდევარ “რომას”, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს : “ჩემი აზრით, კვირას დერბი სულ სხვანაირი იქნება.ჯამპიერო ვენტურამ მის გუნდს გაცილებით ხარისხიანი ფეხბურთის თამაში ასწავლა, ეს მათ შედეგზეც აისახება.მარტივ თამაშს არ ველი, დერბი დაძაბულობის გარეშე წარმოუდგენელია.”ტრაბზონსპორთან” მატჩი ? – ტაბლოზე დაფიქსირებულმა შედეგმა თავდაჯერებულობა შეგვმატა, მიუხედავად ამისა, თურქეთში ადგილობრივი პუბლიკის ზეწოლის ქვეშ მოგვიწევს თამაში.მეორე ტაიმში ფიზიკურად ოდნავ გაგვიჭირდა, თუმცა ტაქტიკურად გუნდმა მოახერხა თამაშში გამარჯვების მოპოვება.გასაკვირი არ ყოფილა, რომ მეტოქეს განსაკუთრებით მატჩის მიწურულს შევუტიეთ, მეორედ ავიღეთ ტრაბზონელების კარი და ახლა შეგვიძლია, მშვიდად ვეწვიოთ მათ სტუმრად.წინ ძალიან ბევრი თამაშია, ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე გადის, საკუთარი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში.რას ვეტყვი მათ, ვისაც ცოტა სათამაშო დრო აქვს ? – როცა მინდორზე იშვიათად გამოდიხარ, ნერვიულობას იწყებ, მაგრამ მთავარი თავდაჯერებულობაა.თამაშში ასი პროცენტით ვიხარჯებით, თუმცა არის მომენტები, როცა ყველაფერი არ გამოგვდის. “
https://www.youtube.com/watch?v=j5Paudg-xqA აი ესეთი პუბლიკის წინაშე მოგვიწევს თამაში
ტრაბზონს მაგარი მხარდაჭერა ექნება !!!
ტორინოსთან დიდი სიფრთხილია გამოსაჩენი / შესაძლებელია ჩეხვა დაიწყოს