უახლოესი ორი დღის ტურინული განრიგი
დერბი დელა მოლეში მოპოვებული გამარჯვება უკვე წარსულია – ტურინის “იუვენტუსის” ფიქრები ახლა მხოლოდ “ტრაბზონსპორის” გარშემო ტრიალებს.სამშაბათს, ვინოვოს სამწვრთნელი ბაზა პრესის წარმომადგენლებისთვის მხოლოდ 15 წუთით იქნება ღია, დილის სესიის დასრულებისთანავე კი ბიანკონერები თურქეთისკენ აიღებენ გეზს.წინასამატჩო პრესს-კონფერენცია ოთხშბათს საღამოს, ტრაბზონის სტადიონის, “ჰუსეინ ავნი აკერის” მედია ცენტრში ჩატარდება, ჟურნალისტებს ანტონიო კონტესთან ერთად ერთ-ერთი ფეხბურთელი შეხვდება.გუნდი ტურინში პარასკევს საღამოს დაბრუნდება.
მოვუწყოთ თურქებს შოუ
