პოგბას საფრანგეთის ნაკრებში უხმეს
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.დიდიე დეშამის გუნდი 4 მარტს, პარიზში “სტად დე ფრანსზე” ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრისთვის მამლების დამრიგებელმა 24 ფეხბურთელს უხმო.შეგახსენებთ, რომ ბიანკონერების შუახაზელს სამფეროვანთა ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა და დღემდე 7 შეხვედრა მოუგროვდა, ერთი გატანილი გოლით.
წყარო : Tuttojuve