ბიანკონერები სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების ნაწილმა დღეს ვინოვოს სამწვრთნელო ბაზა დატოვა და ეროვნული ნაკრებების შეკრებებს მიაშურა.ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო და პაბლო დანიელ ოსვალდო მადრიდში გაემგზავრნენ, სადაც ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.არტურო ვიდალი და მაურისიო ისლა ჩილეს მაისურით შტუდგარტში გერმანიასთან ითამაშებენ, შტეფან ლიხტშტაინერი კი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ხორვატიას შეეჯიბრებიან.პოლ პოგბა პარიზში ჰოლანდიელებს დაუხვდება საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად, რაც შეეხება კვადვო ასამოას, იგი განის ნაკრების ღირსებას დაიცავს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.
აუცილებლად ინანებს საბელია ამის არწაყვანას…აუცილებლად…
აუცილებლად ინანებს საბელია ამის არწაყვანას…აუცილებლად…
+ ამათ ოგბონა შეიძლება გამოიძახონ აძურიში სამომავლოდ, კასერესი ურუგვაის ნაკრებში უეჭველია ეხლა დაასვენა უბრალოდ, ლორენტეს კარგი შანსი აქვს ფურია როხაში მოხვდეს და ტევესი 100 პროცენტით იმსახურებს, მაგრამ საბელია არ იძახებს და რას მიაღწევს საბოლოოდ ვნახავთ ))