ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” იმედი მაქვს ასეთ მეტოქესთან აღარ ვიასპარეზებთ ”

იმედი მაქვს მომავალში აღარ მოგვიწევს ასეთ გუნდთან დაპირისპირება . დღეს როსონერი , უკლებლივ ყველა ასპექტში ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა . ისინი სავსენი იყვნენ ენთუზიაზმით და მთელი 90 წუთის მანძილზე ინარჩუნებდნენ მაღალ ტემპს . ზეედორფის გუნდი ლამაზ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს , რომლის დემონსტრირება დღესაც შესძლეს . მათ არა ერთი მომენტი ჰქონდათ ჩვენი კარის ასაღებად . ჩვენის მხრივ შეტევაში კარგად ვკობინირებდით , ხოლო მეორე ნახევარში როდესაც მოვახერხეთ სათამაშო სქემის შეცვლა , დავიძვრინეთ თავი პრესინგისგან . მოდით არ დავივიწყოთ ის ფაქტიც , რომ დღევანდელ დღემდე მილანი მისსავე მოედანზე დამარცხებული არ მყავდა “ – საუბრობს ანტონიო კონტე მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე …

” გარკვეულ ეპიზოდში ნამდვილად შემეშინდა , რომ ბიჭები ვერ შესძლებდნენ კონცენტრირებას და გაუშვებდნენ ხელიდან მორიგ გამარჯვებას , მაგრამ საბედნიეროდ ანგარიშის სხვაობა გავზარდეთ . პირველ 45 წუთში დაცვის ხაზი არ ასპარეზობდა სტაბილურად და ამიტომ პაცინი რეგულარულად იღებდა ბურთს . ჩემი მიზანი იყო შემენარჩუნებინა 0-1 შესვენებამდე , რომ შემდგომ კორექტირებები შემეტანა სქემაში ” .

კარლოს ტევესი არის ფეხბურთელი , რომელიც იდეალურად გრძნობს თავს მაშინ , როდესაც კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს მოედანზე . დამატებით აპლოდისმენტებს იმსახურებს ლორენტეც , რომელმაც მნიშვნელოვნად გაურთულა სიცოცხლე მილანელთა დაცვის ხაზს . ბედნიერი ვარ იმ ფაქტით , რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორვარვდების დუეტმა კარგად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები . მთელი გუნდი მესაჭიროება ამ სეზონში და მათგანაც სათანადო პასუხს ვიღებ ” .

” დაცვის ხაზი ? არ უნდა დაივიწყოთ ის ფაქტიც , რომ მათ საერთოდ არ დაუსვენიათ . ყველაზე მეტად ბონუჩის ეხება ეს , რომელმაც ბარძალის და კიელინის ტრავმების გამო ფაქტიურად ” ნონ-სტოპ ” რეჟიმში იასპარეზა . მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისათვის , რადგან მშვენივრად მესმის თუ რაოდენ რთულია დღევანდელ პირობებში ასეთი დატვირთვები ” .

” პოლ პოგბამ ახალგაზრდულ მუნდიალზე იასპარეზა და შემდგომ ჰქონდა მხოლოდ 15 დღე დასასვენებლად , მანამ სანამ მომქანცველი სეზონი დაიწყებოდა . ის რეგულარულად თამაშობდა პირლოს და მარკიზიოს ნაცვლად და მისი ასაკის გათვალისწინებით , სრულებით ბუნებრივია რომ მისი ფიზიკური კონდიციები ოდნავ გაუარესდა . მიუხედავად ყველაფრისა მას მოუწევს პროგრესირების გაგრძელება ” .

 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
11 years ago

ოჰ კონტე კონტე რა საცემი ხარ რო იცოდეე….. ეს მოგება უფრო იღბალი იყო ვიდრე ხარისხიანიიი, პლიუს პირლო გასაგდები იყო მაგრამ მსაჯმა დაინდო.

მაგარი გაგვიმართლა. ასეთი უხარისხო თამაში ყველა პოზიციაზე არ მინახავს რა.

datogafo
11 years ago
Reply to 

რა იღბალი ტო გუნდმა მთელი მატჩი თავდადებით თამაშობდა და 1წუთიც არ მოშვებულან ნეტა სულ ასე თამაშოდნენ სერია აშიც და ლიგაზეც ასეთი მოტივაციით,ამ ყველაფერის გაკეთება სანსიროსე სავსე მოედანძე ძაან რთულია და ეს იუვემ შეძლო,მერე რა რომ მილანი ფორმაში არაა ამ თამაშისთვის როსონერი მხოლოდ გამარჩვებისთვის იყო გამოსული მარგამ კონტეს გუნი 10 თავით მაღლაა და კლასის ხარჯზე დაამარცხეს.ამ თამაშის გაკრიტიკება არ შეიძლება,ან რა იღბალზეა საუბარი ვაფშე იღბალი იუვესაც უნდოდა ცოტა პოგბას შეეძლო გაეტანა+პირლოს ჯარიმა პატარათი რომ შეეხო ბურთი ძელს მანამდე ლლორენტეს შეეძლო და საერთოდ ბიჭებმა მთელი ძალა გაიღეს გამარჯვებისთვის და მიაღწიეს კიდეც რაც კონტეს დამსახურებაა .და საცემი რატომაა 1 მიზეზი მითხარი მაინც :forza: :forza: :forza:

Vega
11 years ago
Reply to  datogafo

ვერ გავიგე აქ ხალხი როგორ უყურებს ფეხბურთს…. შეცდომების რეკორდი მოხსნეს წუხელ და რას ეძახით კარგ თამაშს ამიხსენით ერთი? პასი ბურთის დაჭერა თუ კომბინაციები რომელი ვარგოდა ერთი? ბურთი დაგვახიეს რა ბუფონს ვუთხრათ 100 ჯერ მადლობა რო არ გაგვგლიჯეს… თან პირლო გასაგდები იყო და მერე როგორ წავიდოდა თამაში ეგ არავინ იცის. პრინცს, ლიხტშას , ტევესს და ჯიჯიმ მოიგეს ეგ თამაში და პლიუს იღბალიც გვწყალობდა ძაან.

ALLENATORE
11 years ago
Reply to 

))))))))))))))) :D:D: შეცდომები იყო კი მაგრამ ) უშეცდომო არავინ არაა )) იღბალი კი არ იყო ეს იყო მოგება კლასის ხარჯზე )) თუმცა იღბალი ყველგან და ყველაფერშია საჭირო )) კონტეს რაც შეეხება არ ცემო ცოდოა :D:D: )))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x