ანიელი: ” “პსჟ”? პოგბა ჩვენთან დარჩება “
პოლ პოგბას მომავლის შესახებ პრესაში მუდმივად იწერება, სხვადასხვა სპეკულიაციებს ხელი შეუწყო “რეალის” შტაბ-ბინაში ბეპე მაროტას სტუმრობამაც. ასეა თუ ისე, “იუვენტუსის” პრეზიდენტის პოზიცია ურყევია, ანდრეა ანიელი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ტურინში ფრანგი ნახევარმცველის გასხვისებაზე იფიქრონ: “ “პსჟ”? დიდი კლუბების ინტერესი გასაგებია, ეს სიამაყის საგანია ჩვენთვის, მაგრამ ყველას სიმშვიდე გვმართებს. მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ შეიძლება პოგბა წავართვათ საკუთარ თავებს, ის ჩვენი წინსვლის ნაწილია. გვინდა “იუვე” ყოველ სეზონში უფრო და უფრო ძლიერი გახდეს, ამიტომაც ის ჩვენთან დარჩება. ორი წლის წინ პოლს არავინ იცნობდა, მაგრამ ფაბიო პარატიჩიმ და ბეპე მაროტამ იპოვეს ის. ახლა გვსურს, კიდევ ერთი პოლ პოგბა აღმოვაჩინოთ. ” -აცხადებს ანიელი.
წყარო: football italia
საინტერესოა ვის გულისხმობდა კიდევ ერთ პოგბაში
კარგია თუ ასე ფიქრობენ იუვეს ბოსები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არტუროსა და პოგბას გასხვისება. ეს ნახევარდაცვის მწყობრ ხაზს მთლიანად არევს. თან მაროტას ამბავი, რომ ვიცი მათი გაყიდვის შემთხვევაში იტალიის ბაზარზე დაითრევენ იაფფასიან საშუალო დონის მოთამაშეებს, რაც კატასტროფა იქნება იუვესთვის!