მენესმა “იუვენტუსისადმი” სიმპათია აღიარა
ფრანგი შემტევი, რომელიც დიდი ვარაუდით შემდეგ სეზონში ტურინელთა ღირსებას დაიცავს “იუვენტუსის” მიმართ სიმპათიას არ მალავს. ფრანგის მაღალი კლასის მიუხედავად ის ვერ უწევს კონკურენციას ეზეკიელ ლავეცის, ედინსონ კავანის, ლუკას მოურას და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძირითადი შემადგენლობისთვის, სწორედ ამიტომ ის კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რომელიც 2014 წლის 30 ივნისს იწურება. “პარის სეინტ-ჟერმენი” ასევე ცდილობს “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა გარემბარის ანტუნიე გრიზმანის გაფორმებას, ამიტომ მენესი სრულიად უშანსოდ რჩება, ამიტომ ის ხვდება, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. “იუვენტუსი” ნამდვილად მომწონს, ეს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მათ რიგებში თამაში ავტომატურად “ჩემპიონთა ლიგაზე” თამაშს ნიშნავს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მათი შემადგენლობის ხარისხი უმაღლესია. “რომაში” თამაშისას “რომა” ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულია, თუ “იუვენტუსში” ვითამაშებ ძალიან კარგი იქნება, მე ვიცი იტალიური და ვიცნობ ამ ლიგას, ასევე ვიცი ქვეყნის შესახებ. მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების გაუკეთებას ვცდილობ ამ კუთხით, ვნახოთ რა მოხდება ივნისში. პოგბა? მე თუ “იუვენტუსში” მოვალ ის ადაპტაციაში დამეხმარება, ის თანამემამულე, სანაკრებო დონეზე გუნდელი და კარგი მეგობარია. მისი “პსჟ”-ში ტრანსფერი? ის ამ ყველაფერს ყოველთვის უარყოფს და “იუვენტუსის” მიმართ ლოიალურობას იჩენს, მან სწორი გადაწყვეტილება თვითონვე უნდა მიიღოს თავის კარიერაზე, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.”-აცხადებს 26 წლის გარემბარი.
წყარო : La Gazzetta Dello Sport, ESPN
დაბროს როდის მოგვცემს საინტერესოა :)))
bero-juve10
გეთანხმები როისი ჯობია, მესიც ჯობია, სუარესიც, ინიესტაც არაა ცუდი.. უბრალოდ ამას უფასოდ დავიმატებთ და იმათ ვერ ვიყიდით.. აი ეს მცირედი განსხვავებაა
ამ მენეზში რა მოგწონთ ვერ გავიგე თან ამბობთ რომ ვუჩინიჩი არ ვარგაო და ეს უნდა მოვიყვანოთ ეს და მირკო ანალოგები არიან
ამას ბევრად მირჩევნია როისი მოიყვანონ.
როისი 40-45 მილიონი ღირს ეს მენეზი კიდე სწრაფია, ტექნიკურია, იტალიაში უთამაშია, ენა იცის და კიდევ დარტყმაც შეუძლია, კარგი დრიბლიორია, რეალთან ამხანაგურში რამოსი და პეპე ერთგად ათრია. ეს ვუჩინიჩისგან განსხვავებით დარბის მაინც
ეს არაა ცუდი კაი იქნება თუ მოვა
მოვიდეს ) მერე კონტე არ იტყვის პეპეს ველოდები რო სქემა შევცვალოო )) :D რამდენად გაამართლებს ეგ მეოერე საკითხია , ასაკი ხელს უწყობს , გამოცდილებაც უწყობს ხელს სერია ა ში აქვს ნათამაშები ) რომაში ცუდად გამოიყურებოდა თქო ვერ ვიტყვი ) თან უფასოდ მოყავთ . მოკლედ ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს )
აქ არაფერ შუაშია,უბრალოდ წინა სტატიების პასუხი : “მოყვარეს პირში უძახე,მტერს პირს უკანაო” მე ასე გამიგია და თქვენ თუ თვალს ხუჭავთ ყველაფერზე,ყოველ ეგრეთ წოდებულ “დაკიდებულ” თამაშებზე,ყოველ შეცვლების დაგვიანებებზე,ყოველ ერთი და იგივე სქემაზე,ყოველ უფანტაზიობაზე,ყოველ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ თამაშზე,ყოველ ვიღაცეების ამოჩემებასა და ვიღაცეების დაწუნებაზე,ყოველ შემოუბრუნებელ თამაშზე(გარდა ნაპოლისა,ისიც ვერ მოვიგეთ,მაგრამ მაშინ ფრეც მაგარი იყო) და ბოლოს ყოველ პადოინზე მისი ჯიშიანად,მაშინ რავი ძმაო,მე და თქვენ სხვადასხვა გუნდს ვგულშემატკივრობთ,ეხლა ცემი და თქვენი კონტეს არ ესმოდეს მეტი არაა ჩემი მტერი,მაგრამ აქ ჩვენ იმისთვის ვართ რომ აზრები გავუზიაროთ ერთურთს,მაგრამ თვალებიც უნდა გავუზიაროთ :D :D :D
მაგარი კაცია მარა დაითრევს მაროტა?
შენ მაინც მოდი