ფაუსტო როსი “იუვესთვის” მზად არის?
იტალიელი საყრდენი ნახევარმცველი ფაუსტო როსი ტურინულ გრანდში 17 წლის ასაკში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ძირითადად იჯარის წესით უწევდა სხვადასხვა გუნდში მოღვაწეობა, ახლა კი ის ესპანური “რეალ ვალადოიდის” 5 ნომერია. მას კლაუდიო რანიერის “იუვენტუსში” “ჩემპიონთა ლიგაზეც” აქვს ნათამაშები “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ. ის ამ მატჩში შეცვლაზე ბოლო წუთებზე შემოვიდა. ამ სეზონში კი ესპანურ “ლა ლიგაში” იტალიელ ლეგიონერს 27 მატჩი აქვს ჩატარებული, 22 კი შეუცვლელად. ფაუსტო როსის აგენტის განცხადება “ვალადოიდში” გადასვლის შემდეგ : “ფაუსტო ესპანეთში ბედნიერია, მას აქ აქვს საშუალება აჩვენოს თავისი თამაშის ხარისხი, რაც ტურინში დასაბრუნებლად დაეხმარება.” სტატიის დარჩენილი ნაწილი იხილეთ სრულ სტატიაში :
“რეალ ვალადოიდის” მწვრთნელი იგნაციო მარტინესი იტალიელს ცენტრალურ ნახევარმცველად 4-4-2-ში, ხოლო საყრდენად 4-2-3-1-ში ამწესებს.
“ბარსელონასთან” მატჩისას იგნაციო მარტინესმა მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, მოთამაშე მარჯვენა ფლანგზე განამწესა, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო, იტალიელმა თამაშს სრულიად გამოთიშა ნეიმარი და გოლიც მიითვალა.
ეს კი მისი გოლი “ბარსელონასთან :
იტალიელს ასევე შეუძლია დაცვაში თამაში, როგორც განაპირა მცველს. დაახლოებით 6 წლის წინ ის მილანის “ინტერში” გასინჯვაზე მაიკონის შემცვლელად განიხილებოდა პრე-სეზონის დროს, და მარჯვენა მცველის პოზიციაზე მატჩიც ჩაატარა.
როსის ამსგავსებენ კლაუდიო მარკიზიოს, თამაშის სტილით, მოთამაშე, რომელიც ყველგანაა სადაც გუნდს სჭირდება, ამის ნათელი მაგალითია “სევილიასთან” მატჩი, 2:2, ამ მატჩში 1 ქულა ნამდვილად ფაუსტოს დამსახურებაა. ერთ-ერთი მომენტი მატჩიდან :
ფაუსტო როსის 27 მატჩის განმავლობაში 47 ბურთის ჩაჭრა და 60 მოგებული “ბრძოლა” აქვს.
ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “რაიო ვალეკანოსთან” მატჩი, როცა “რაიოს” შემტევმა ჯონათან ვიერამ პასი გააკეთა, მაგრამ როსიმ ჩაჭრა, შემდეგ სივრცე დაინახა და საკმაოდ კარგი გამჭოლი გადაცემა გააკეთა.
ფაუსტო როსის მაჩვენებლები, პასი წინ და პასი უკან, წითელი ფერით აღნიშნულია უკან პასი, ლურჯით კი წინ :
ფაუსტო როსის ერთ-ერთი პასი მიამსგავსეს ანდრეა პირლოს პასებს :
ასევე მისი სუპერ პასი “ატლეტიკოსთან” :
წყარო : Bleach Report
გუშინდელი შედეგი კარგია, ბიჭებო თამაშს ვერ ვუყურე და ლინკი რომ დამიდოთ არ შეგიძლიათ
კაი ინფოა… სხვებზეც თუ იზამთ ასეთს კაი იქნება წავიდნენ ეს მეორადები რო გვყავს და შანსი მივცეტ ბIჭს არ იქნება ცუდი
შეძლებისდაგვარად იქნება.
ხო ბარსაში წავა და მერე იქ გადარევს ჩავის და ინიესტას და მერე გამოუშვებენ იუვეში ვერატი თუ სერია ბ_ს პესკარიდან შეამჩნია პსჟ_მ იუვემ რო მისი კაცი დააბრუნოს ვალიადოლიდიდან გამორიცხულია? ფეხბურტელის დონე ვალიადოლიდსიც კარგად ჩანს და ბარსლონაშიც მთავარია კონტემ იცოდეს რა ჭირდება იუვეს და დაახლოვებით რა შეუძლია როსის, გუშინ პადოინი რო იყო ზამენაზე რა აზრი ქონდა მის ყოფნას? როსი რო ყოფილიყო იმედი მაინც იქნებოდა რო ახალგაზრდა ნიჭირი გყავს და რო რამე თამაშს გააძლიერებს რა შაუშია ვალიადოლიდი და ალმერია, იუვეში თუ არ არის ისეთი ვინმე რო ნებისმიერი კლუბის წარომადგენლის შეფასება შეეძლოთ კარგად ყოფილა მაგენის საქმე, აბა რეალში რო იყოს როსი მერე ვის რათუ… Read more »
იმენა იბაზრე ეგრეა თავიდან არავის დაუწყია რეალი ბარსელონაში გაბრწყინება
ოჰ ოჰ ოჰ გააღმერთეთ უკვე და ჩასვით ტაქტიკებში ? იუვენტუსის ძირითადში მოსახვედრად ამას ვალიადოლიდზე მაღალ გუნდში მოუწევს რაღაცის დამტკიცება..)) თუ შესაძლებლობა მაქვს და ვუყურებ ვალიადოლიდის თამაშებს ( ბარსასთან, ატლეტიკოსთან, ვალენსიასთან ) ისე თამაშობს, როგორც ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი, ანუ ბერარდივით გამორჩეული ნაღდად არაა
ისე ჯაკერინი რო დააბრუნონ მაგარი იქნება
out-პადოინი-ისლა IN როსი-იტურბე
out-კუალი-ოსვალდო-ვუჩინიჩი in მენეზი-იმობილე (—–)
Out პელუზო in კოლაროვი
30 ლიმონიც არ დაჯდება ეს ფეხბურთელები
ფაუსტო როსებით და წინ ვერ წავა იუვე. ამის 5-6-ი თამაში მაქ ნანახი და ბევრი არაფერია ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია.
გუშინ ერთი ნახევამრმცველი ეჯდა კონტეს სკამზე, დააბრუნონ ესეც და მარონეც და კონტემ მეტი დრო მიცეს ორივეს, და იტალიაში დაბალი დონის გუნდებთან ერთი ტაიმი მაინც ითამაშოს მეორე გუნდით და თუ გაუჭირდათ მერე შეიყვანოს რამოდენიმე ლიდერი
_______________________________ბუფონი______________________
კასერესი________________ბონუჩი___________კიელინი________ოგბონა
_______________მარონე_________პირლო_________როსი____________
________________გაბიადინი______ლორენტე______ჯოვინკო_________
ამ შემადგენლობითაც შეიძლება მოგება და მთავარ თამაშებში ტევესები და ვიდალები ითამაშებს, ყველაზე ძლიერი გუნდი ისაა სადაც არც ტრეინერმა და არც გულშემატკივარმა არ იცის ვინ ზამენის კაცია და ვინ სასტავის, ამ დონის კონკურენცია რო იქნება გუნდში მაშინ ხარ ძლიერი, ბაიერნში ბარსაში და რეალში 15-16 კაცია რომელზეც შეიძლება ითქვას რო სასტავის ხალხია
მარონეზე უკვე ხელი ჩავიქნიე სასუოლოშIც რო ძირიტადში ვერ მოხვდები
მართლაც და რავიცი რავიცი.. ვალიადოლიდის დონეზე დამაკმაყოფილებელია
საინტერსო ბიჭი ჩანს ვნახოთ!
რავიცი რავიცი