სავარაუდო შემადგენლობა “ბოლონიასთან”
საკმაოდ პოპულარული გამოცემა Bleach Report აქვეყნებს სავარაუდო შემადგენლობას ტურინის “იუვენტუსისა” და ბოლონიის “ბოლონიას” დაპირისპირებაზე ტურინელთა მხრიდან. წყაროს თანახმად კარში კვლავ ჯანლუიჯი ბუფონი მოგვევლინება, მის წინ კი ჯორჯო კიელინი, ანჟელო ოგბონა და მარტინ კასერესი გაირჯებიან. ნახევარდაცვის ფლანგებზე საკადრო პრობლემებია, მარჯვენა ფლანგზე სტეფან ლიხშტაინერი დისკვალიფიცირებულია, ამიტომ მის ადგილას მაურისიო ისლა ითამაშებს მარცხნივ კი ძირითადის ერთ-ერთი წევრი კვადვო ასამოაა მოსალოდნელი. არტურო ვიდალიც გამოტოვებს შემდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, ამიტომ ნახევარდაცვა შემდეგნაირად გადანაწილდება : კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო და პოლ პოგბა. კარლოს ტევესი გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ ანტონიო კონტე კვლავ არ აპირებს გარისკვას, ამიტომ შეტევაში ლორენტე-ჯიოვინკოს დუეტია მოსალოდნელი.
წყარო : Bleach Report
დაასვენოს ტევესი, ბომბარდირობა არა ტოროლა, ბენფიკასთან თამაში ათჯერ მნიშვნელოვანია ვიდრე აუთსაიდერ ბოლონიასთან სახლში თამაში, სადაც განაღდებული გვაქვს სამი ქულა..
100%… ტევესმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა ბენფიკასთან
როდის არ უთქვია ახლა რო არ თქვას
საერთოდ არ გამოვრიცხავ რო იუვეს და კონტეს იმობილეს ბომბარდირობა უნდოდეს, მერე იტყვიან აგერ სერია ა_ს ბომბარდირი მოვიყვანეთო და მეტი ვისით გავაძლიეროთ გუნდიო?
თუ ხვალ ისლა გამოყავს მაშინ ბენფიკასთან ლიხტი დააყენოს / კარში სტორარი ბოლონიასთან ჩააყენოს …ტევესი მეორე ტაიმში მაინც ათამაშოს ბომბადირობა უნდა ტიპს
ვერ დაგეთანხმები ბომბარდირობაზე ძვირფასი ამ ეტაპზე მისი ჯამრთელობაა ის ბენფიკასთან გვჭირდება,,, ასე რომ დაასვენოსსს