გარსია უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე კონტესთან მიმართებაში
რომაელთა თავკაცმა უარი განაცხადა პასუხი გაეცა ბიანკონერის სპეციალისტის რეპლიკაზე , რომლის თანახმადაც კონტემ გარსიას ” პროვინციელი ” უწოდა : ” მომეჩვენა თითქოს ანტონიო ნერვიულად გამოიყურებოდა . მიუხედავად ამისა , რაიმეს დამატება აქ ძნელია . უბრალოდ რისი სურვილიც მაქვს , არის ის რომ დავტკბე დღევანდელი დღით . ნამდვილი სიამოვნება და პატივი იყო უკანასკნელი თვეების მანძილზე აქ ვყოფილიყავი . უმჯობესია ეხლა თუ ” სასუოლო ” – ” იუვენტუსის ” შეხვედრას დაველოდებით . თუმცა , ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ სიცილიელებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე . აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ” კატანია ” . ყველაფერთან ერთად უნდა ვაღიაროთ , რომ მიუხედავად იმისა , რომ პროდუქტიულად ვასპარეზობთ , ჩვენი ბედი სხვის ხელშია ” .
წყარო : Football Italia
კონტეს ქაჯური გამოხტომები ყოველგვარ ზღვარს ცდება, მაგის ძალით მაურინიო დედიკოს მოესიყვარულა შაკილ ონილი! სირცხვილია უბრალოდ ამხელა გრანდის მწვრთნელი ასეთ არაპროფესიონალურ განცხადებებს, რომ აკეთებს კოლეგის მიმართ!