პეპე : ” ყველაფერს ვიზავ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ”
” არ იყო ადვილი ნამდვილად და გამიჭირდება ყველაზე საშინელი დღის დასახელება , თუმცა ამ პერიოდის მანძილზე გვერდიდან არ მომშორებიან მეუღლე და შვილი . არანაირი გულის რევა ფეხბურთის მიმართ . დღიდან დღემდე ტელევიზორთან ვიჯექი და თამაშს თამაშზე ვუყურებდი . ყოველ დღე დავდიოდი ვინოვოზე და არ დამიკარგავს ურთიერთობა ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან … რაც შეეხება ანტონიოს იგი ბრწყინვალეა ყველა კუთხით ! ვერ წავა , ან უბრალოდ არ უნდა წავიდეს . რაც შეეხება სარეაბილიტაციო კურს , როგორც იქნა მივაგენით საჭირო გზას და დღეისათვის თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ . დღეში ორჯერადმა წვრთნებმა თავისი ლოგიკური შედეგი მოიტანა . ზაფხულში კიდევ უფრო მეტად განვაგრძობ თავდაუზოგავ მუშაობას . წავალ თუ არა ? არა მეგობრებო . აქედან ერთ ნაბიჯსაც კი არ გადავდგავ . თავს ტურინში იდეალურად ვგრძნობ და მსურს ხელახლა დავიპყრო ისინი . ჩემი კონტრაქტი 2015 წლის ივნისში იწურება და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ , ვიბრძოლებ ბოლო წამამდე , რომ დავიმსახურო გახანგრძლივება . ჩემი თავი სხვა ადგილას და სხვა მაისურის ქვეშ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ” – განაცხადა სიმონე პეპემ .
წყარო : Calcionews24
ვიზამ