კონტე : ” ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა ”
” სიხარულისთვის არა ერთი საბაბი გვაქვს . ტიტულის გარდა , ჩვენ რობერტო მანჩინის ” ინტერის ” შედეგი გავაუმჯობესეთ აღებული ქულების მიხედვით . რომელი კლუბიც არ უნდა იყოს მომავალში , ამ შედეგის კიდევ უფრო მეტად მაღლა აწევა ძალზედ გაუჭირდება . მისსავე მოედანზე გენიალური ” რომა ” დავამარცხეთ , რომელიც მთელი სეზონის მანძილზე არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას . უბედნიერესი ადამიანი ვარ , რადგან უკანასკნელი სამი ტრიუმფის მომსწრე ამ ფეხბურთელებთან ერთად თავად გახლდით . პირველად , როდესაც მოვხვდი აქ , ვერც კი წარმოვიდგენდი ვითარების ასეთი გზით განვითარებას ” …
” განმვეორდები და ვიტყვი რომ ეს სამი წელიწადი ფანტასტიური იყო და მოთამაშეებისგან არარეალურს ვითხოვდი , მაგრამ ისინი ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ . ასეთი რამ პერიოდულად ხდებოდა , რაზეც ვესაუბრე უკვე ხელმძღვანელობას . მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება . გუნდს ყველაფერს ვაძლევდი რაც გამაჩნდა , ეს ჩემს ხასიათში ზის . უზომოდ ვარ შეყვარებული ფეხბურთზე და მსურს ყოველ დღიურად განვაგრძო პროფესიული ზრდა .
სულ რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი დავრჩები თუ არა ტურინში . არ მსურს ნამდვილად შვებულებაში გასვლა , მაგრამ თუ გადავწყვიტავთ რომ ჯობია ამ ეტაპზე სხვა გზებით წავიდეთ და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ , მაშინ სიამოვნებით განვიხილავ სხვა პროექტებს . იმ შემთხვევაში თუ ასეთებს ადგილი არ ექნებათ , დავრჩები შინ და რამდენიმე თვეში ოჯახს გადავრევ გაგიჟებისგან . სიმართლე გითხრათ მომწონს თქვენს სტუდიაში სტუმრობა და შესაძლოა ეს ალტერნატივაც კი გახდეს .
ზიდანი ჩემი მემკვიდრე ? ეს კითხვა გუნდის გენერალურ დირექტორს უნდა დაუსვათ . ზიზუ როგორც ძმა ისე მყავს , მასთან ერთად არაჩვეულებრივი პერიოდი მაქვს განვლილი და არა ერთი ტიტული მოპოვებული . მიხარია , რომ ანჩელოტის ასისტენტია მადრიდში . ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს “ – განაცხადა მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე ბიანკონერის ჯერ კიდევ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ .
pintu-ricchio )) კონტეზე უკეთესს ვერ მოიყვანებენ მაგაში გეთანხმები ) ალეგრი ან სპალეტი არ მოათრიონ )) თორე მერე სერია ა საც დაემშვიდობებიან ) პრანდელი თუ მოვიდა კარგი იქნება ) დანარჩენზე რა გითხრა აჯობებს კონტე დარჩეს ვიდრე ეგ ფარჩაკები მოიყვანონ ) უბრალოდ კონტეე ცდება როცა წინასწარ ყველაფერს ფინანსურ მხარეს აბრალებს ) ბაიერნი იქნება თუ ბარსა გამოხვიდე უნდა და ფეხბურთზე ისაუბრო და არა ტრანსფერებზე ) მაგის პრესკონფერენციები გამაღიზიანებელი ხდება უკვე ) 3 წელია იუვეშია და ერთ თამაშზეც არ უთქვამს წაგებულს ვგულისხმობ ) რო თავად შეცდა ტაკტიკურად ) სულ მიზეზებს ეძებს ) არბიტრი ,წვიმა :D უიღბლობა და ფინანსები ეგაა კონტეს წაგებული თამაშების კომენტარიი )… Read more »
მაგ შემთხვევაში 3-5-2 ყველაზე გამართლებული იყო, 4-4-2ზე საერთოდ გაირღვევოდა ჩვენი ფლანგები და მითუმეტეს 4-3-3ზე. ფლანგზე თითო დამატებითი კაცი ხვდებოდა რობენი რიბერის, ლიხტა ასამოას სახით. და ეგეთ დროს 3-5-2 ხდება 5-3-2. კონტემ რომელი თამაში წააგო სადაც არასწორი თქვა? ბაიერნზე ვაღიარებთ ყველა და არ ვითხოვთ ხო გაგვეგდოო, სტამბული იყო და მართლა არ იყო ეგ ფეხბურთი და ამინდის ბრალი იყო ბერვი რამ. ტურინში იყო გალასთან და 0:1დან შემოუტრიალეს და 2:1 გახდა და ბოლო წამებზე ისევ დაცვამ იფარჩაკა და შეგვიგდეს, ბენფიკა იყო და მართლა ორივე თამაში საუკეთესო ჩაატარა გუნდმა წელს სხვა მატჩებთან შედარებით, უბრალოდ ვერ შეაგდეს და იმატმა ორი დარტყმა გამოიყენეს. ერთი იყო კოპენჰაგენი,… Read more »
ჯგუფიდან არ გასვლა ეს არის ონტეს სინბდისზე და გინდ ეს ახლა ამინდს დააბრალე გინდ სტიქიას. გალასთვისაც იყო ის ცუდი ამინდი როგორც იუვესთვის.
აზრი არ აქვს შენთან კამათს ) 5-3-2 ად რო გადაკეთდა ეგ სქემა სწორედ კონტეს დამსახურებაა ) მაგიტო იყო საკუთარი ნახევარზე ჩარჩა გუნდი 90 წუთი ) ასამოა და ლიხშტაინერი ვერ ასწრებდნენ შეტევაში გადასვლას ) მოკლედ შენ სხვა შეხედულება გაქ )) კონტეს თუ გახსოვს არასდროს ვაკრიტიკებდი იმიტო რო დაუნახავი არ ვარ რაც გააკეთა ვაღიარებ ) მაგრამ შენ ყველაფერზე ამართლებ ) უამრავი შეცდომა ქონდა და შენ პირველი ადამიანი ხარ ვინც კონტეს 3-5-2 ს ამართლებს ბაიერნთან :D:D: )) დალშე აზრი არ აქვს შენთან კამათს)
prince ვიცი რომ არ ეპატიება და ბენფიკასაც უნდა ცდებოდეს იუვე, მაგრამ ფეხბურთში ხდება ეგეთი რამეები… ბენფიკასთან გაცილებით ძლიერი თამაშები ჩაატარა გუნდმა, ვიდრე წელს დანარჩენი, უბრალოდ ვერ შეაგდეს გოლები და აქეთ ჩვენმა დაცვამ ჩაისვარა. მართლაც რომ ორი დარტყმა ქონდათ იუვეს კარისკენ ორ მატჩში და ეგ თქვა კონტემ რომ ჩვენ უფრო ვიმსახურებდითო. კონტეს ესეთი გატ.რაკება ეხლა კარგია გუნდისათვის. რომ ხელმძღვანელობამ ცოტა დახარჯოს. პა ბალშომუ არც ლიხტა და არც ასამოა არაა ის ტიპი ვინც იუვეს ძირითადის უნდა იყოს, ლაციოდან სწორედ მაგიტო გამოუშვა რეიამ ლიხტა, რომ მაგან ჩაწოდება არ იცისო, მოაყოლა თან სიტყვები ხელმძღვანელობამაც მშვენივრად იცის, რომ კონტეზე უკეთესს მწვრთნელს იმდენი ფული უნდა, რამდენიც… Read more »
პს. რომ არა კალჩიოპოლი, იუვე უკვე მზად იყო ლიგაზე შედეგებისათვის. შემადგენლობაც ყავდა და მწვრთნელიც და კაპელოზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდია როგორც მწვრთნელი… სწორედ მაგიტომ ვამბობ იმ 3 წელს, რომ როცა გუნდი გააცალმტვერეს და ნოლიდან დაიწყო ყველაფერი და თუნდაც 3 წელში 3 სკუდეტო მოიგო, ჯერ ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, მერე თუნდაც უეფას 1/2 ფინალში რაღაცას ნიშნავს, მაშინ როცა ფული არ იხარჯება იმ რაოდენობით რასაც თანამედროვე საფეხბურთო ელიტაში ყოფნა მოითხოვს, თორე ეგერ პსჟ 2 წელში გაკეთდა, ოღონდ დიდი ფულით. კონტეს რომ ყავდეს პსჟ-ს, ან რეალის, ან ბარსას ან ბავარიის შემადგენლობა და ბენფიკასთან გამოვარდეს, ან თუნდაც იმ ბაიერნათ, ვერავინ დამასწრებდა მასზე გინებას და… Read more »
pintu-ricchio says: შენ ოღონდ კონტე გაამართლო და ყველაფერს გამოიგონებ რა, შენ პროფესიით ეტყობა ადვოკატი ხარ და გირჩევ გაჰყვე ამ პროფესიას ეს ჩემი მეგობრული რჩევაა კონტეს ხათრით. რა რეალური კომენტარი თქვა კონტემ? შენ გაგიგია სიმეონემ ან კლოპმა თქვა რეალთან ან ბარსასთან ჩვენ აუტსაიდერები ვართო? მთელი მსოფლიო თვლიდა რომ ბარსასთან ატლეტიკო აუტსადერი იყო, ახლა არ თქვა მე არ ვთვლიდიო, მაგრამ სიმეონეს არ დაუწყია ჩვენ აუტსაიდერები ვართ ძმებო და გავვარდებითო იგივე კლოპსაც, კლოპზეც ამის თქმა არც შეიძლება მაგი სუფთა გერმანელია ვინმეს თავს გადაჭამს აუტსაიდერი ხარო რო უთხრან. ჯერ რა დღეშია ხომ ხედავთ როცა მისი გუნდი თამაშობს. რაც შეეხება ამბიციას, რატო გგონია რომ ატლეტიკოს… Read more »
იმ ბაიერნთან რომ ის იუვე აუტსაიდერი იყო ამას ყველა და ყველაფრი ვარაუდობდა და ყველა ამბობდა და შედეგმაც დაადასტურა და კონტე გამოსულიყო და ეთქვა, მოვუგებთო და ებაქიბუქა? მაშინ მეც ვიტყოდი, რომ კლოუნია თქო ეგ რომ ეთქვა პირიქით შეაქო და ის თქვა, რომ ჩვენ ჩვენსაც ვეცდებითო. რაც შეეხება ატლეტიკოს და ბორუსიას, გადახედე მათ განვლილ წლებს და მიხვდები, რომ მათი მიზანი არის, აღმოაჩინონ ვინმე და მერე ის გაყიდონ და ფული იშოვონ და იუვე ფულის საშოვნი მანქანა არ ყოფილა არასოდეს ჯოვანი ანიელისათვის და ყველა გზით ეხმარებოდა. შენ რა გგონია, ეხლა ელკანს, რომელსაც მემკვიდრეობით დაუტოვა ფიატი, ფერარი, ექსორი და ა.შ. არ შეუძლია ის მაინც რომ… Read more »
რა დაიჩემეთ ეს 3 წლის უკან რა, ყველამ ვიცით რატომაც ვერ ვიყავით ასეთ დღეში. ეს იუვეს ფეხბურთელების ბრალი და ტრენერების არ იყო მარტო რომ არა ის დაწყევლილი კალჩოპოლი იუვე ასეთ დღეში არ იქნებოდა მთელი იტალიის ფედერაცია ებრძოდა გუნდს და ჩაძირეს მერე კი დაშალეს გუნდი. კალჩოპოლი რომ არა ის ფეხბურთელები ისევ ჩვენთან იქნებოდნენ ან უკეთესებს იყიდიდნენ ვიდრე კრასიჩებსა და პოულსენებს. ასე რომ ამის გამო ვერ გავდიოდით ფონს. ახლა კი უნდა დავიბრუნოთ ის რაც დავკარგეთ. იუვეს არ ეპატიება გალასთან და ბენფიკასთან არ გასვლა და ფინანსებზე საუბარი ზედმეტია, ან რა გამოწრთობა სჭირდება პირლოს ჯიჯის პრინცს ტევესს? ახლა დავიჯერო ვიღაც კარდოზო ამათზე უკეთესია?
ალენატორე
კლოპი და სიმონე წვრთნის ბორუსიას და ატლეტიკოს და მაგათ ამბიცია არ აქვტ რეალის ან ბავარიის დონეზე ყოფნის და იმიტო არ წუწუნებენ.აი იუვეს აქვს ამბიცია და ფულიც აქვტ ბოსებს,ფიატი,ფერარი ექსორიდან და არ ხარჯავენ და მაგაზეა საუბარი
შენ რა გგონია ელკანს არ აქვს ფული რო პადოინები არ გვყავდეს გუნდში? ბორუსია და ატლეტიკოს პრეზიდენტების მიზანია კაი ვინმე აღმოაჩინონ და მერე ფული იშოვონ მასში, იუვე კი მაგ მიზნით თუა მაშინ პრეტენზიაც არ უნდა ქონდეთ რამეზე.ასე რო ნუ ადარებ არარეალურად იმატ და იუვეს ამბიციას
შენ ერთ მხარეს ხედავ და მეოერეს არაა ან ვერაა ) ანბიციას მე არ ვადარებ ) ან ამბიცია რა შუაშია ?? იმაში რაც დავწერე ) კლოპმა რო წააგო ფინალი ბაიერნთან რატო არ თქვა რო ბაირნს უფრო ძლიერი შემადგენლობა ყავს )) :D ან იგივე რეალთან რო გავარდა ) ხო შეეძლო მიზეზები ეთქვა ) ან იგივე სიმიონე ) მე იმას ვამბობ რო როცა წააგებ სამარცხვინო მიზეზებით არ უნდა გაიმართლო თავი ) და მითუმეტეს თამაშის დაწყებამდე არ უნდა იძახო ყველგან რო აუტსაიდერი ხარ ) ვინც არ უნდა იყოს ბაიერნი თუ ბარსა მეტოქე) ამბიციაზე მელაპარაკები და იუვეს რო მეტი ამბიცია აქ მითუმეტეს არ უნდა გაკეთოს… Read more »
კონტე აკეთებს რეალურ კომენტარს, ის ჩელსიც ლიგის მფლობლებიც და ის ბაიერნიც რომლებთაბაც ეგ თქვა ორივე გაცილებით ძლიერი იყო მაშინ. სელტიკთან და გალასთან ან ბენფიკასთან არ უთქვამს ეგ. და ბენფიკასთანაც კონტემ რეალ ტქვა. შემსრულებელი არ ეყო გუნდს
ხვალ გავაგრძელოთ. ეხლა ტელ.იტ ვარ ვერ ვწერ
)ბენფიკასთან რა თქვა რეალი ?? ))) არბიტრებს დააბრალაა და უიღბლობას )) ჩვენ ღირსი ვიყავით ფინალისო ეგ თქვა კონტემ ) ბაიერნს რაც შეეხება )) მატჩის დაწყებამდე ეგ არ უნდა თქვას ამბიციურმა გუნდის მწვრთვნელმა )) აუტსადერი არ უნდა უწოდოს თავის გუნდს ) პირიქით მაქსიმალური მოტივაცია უნდა მისცეს მოთამაშეებს ) ბაირნთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ნახევარი საათი ილაპარაკა ფინანსურ მხარეზე ) ეხლა ამ კომენტარს რო იუვეს ფეხბურთელები ისმენენ რა შეგრძნება ებადებათ? ბევრს ალბათ გონია რომც გავარდეთ ჩვენი ბრალი არ იქნება რადგან თავად მწვრთვნელი ამბობს რო რთულია ეთამაშო გუნდს რომელიც ტრასფერებს აკეთებს ) ეგ მიდგომა არასწორია ) აჯობებს მეტი ყურადღება მინდორს დაუთმოს და არა ეკონომიურ… Read more »
ალენატორე შენ გაიხარე ძმა სწორედ ის თქვი რასაც ვფიქრობ!
ან რატომაა იუვე აუტსაიდერი ფაშისტებთან როდის იყო იუვე აუტსაიდერი ბაიერნთან.