პრანდელი : “კიელინის მხრიდან განზრახ უხეშობა ვერ შევამჩნიე”
ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრას აპენინებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.განსაკუთრებით აქტუალური ჯორჯო კიელინისა და მირალემ პიანიჩს შორის მომხდარი ინციდენტია, რომლის გამოც იტალიელი მცველი სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, კითხვის ნიშნის ქვეშ კი ჯორჯოს მუნდიალზე თამაში დადგა.ამასთან დაკავშირებით იტალიურ პრესასთან სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ისაუბრა : “მომხდარი ძალიან ბევრჯერ ვნახე, რეალურად შევაფასე ის, რაც კიელინიმ გააკეთა.ეს მისი მხრიდან განზრახ უხეშობა არ ყოფილა, ეს ჩემი აზრია.გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც გამაკრიტიკებენ ? – ოთხი წელია, ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი მუშაობის სტილი, მგონი ყველასთვის გასაგებია.”
ეხლა რომ მაგის გამო ჯორჯო არ წაიყვანონ ნაკრებში, კალჩიოპოლი 2 იქნება ანუ როცა თავად უთხრიან ძირს თავისივე თავს იტალიელები
დღეს ჯორჯო იტალიაში ყველაზე ძლიერი და გამოცდილია. არა მარტო იტალიაში ასევე მსოფლიოს საუკეთესო 10 მცველშიც კი შევა ჩემი აზრით