ლიხტშტაინერი შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალზე ითამაშებს
ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველი, შტეფან ლიხტშტაინერი შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მუნდიალის შემადგენლობაში მოხვდა.ოტმარ ფიცმელდმა საბოლოო, 23 – კაციანი განაცხადი დღეს დილით დაასახელა და მასში, გარდა ბიანკონერების უკანახაზელისა, იტალიის ჩემპიონატიდან კიდევ ოთხი ფეხბურთელია.უპირველეს ყოვლისა, “სასოულოდან” რეტო ციგლერი, რომლის უფლებათა პაკეტის ნახევარი დღემდე ბებერ ქალბატონს ეკუთვნის, მის გარდა კი სამი ნეაპოლელი, გიოკჰან ინლერი, ვალონ ბეჰრამი და ბლერიმ ძემაილი.