გვარდიოლა : “წარმატებები მარიოს, ახალ კლუბში”
სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია უფრო და უფრო საინტერესო ხდება.დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მიუნხენის “ბაიერნს” ხორვატი ფორვარდი, მარიო მანძუკიჩი დატოვებს, რომლის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსიც” იჩენს.გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდმაისტერების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მანძუკიჩი გერმანიის თასის განაცხადში არ შეიყვანა და საკუთარი გადაწყვეტილება ასე ახსნა : “დიახ, მარიოს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ მე სხვანაირად გადავწყვიტე.წარმატებები მინდა ვუსურვო მანძუკიჩს, უკვე ახალ კლუბში”. ფაქტია, რომ ესპანელი თავკაცი ხორვატზე ამბობს უარს და გუნდში ნომერ პირველ ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკის განიხილავს, რომელიც მიუხენელებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.”ვოლსბურგის” ექს-შემტევის მიმართ ინტერესს გარდა ბებერი ქალბატონისა, “ბარსელონა” და “ჩელსიც” იჩენენ, მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.
ამას სანჩესი ჯობია ბევრად თან მგონი ადრე გაიბლატავა იუვეს უნდოდა ჩემი ყიდვა და მე ბაიერნში გადავედიო
აუ ეს არა სანჩესი უეჭველი
მანჯუკიჩი კი არა ტევესი დააყენე წინ ცენტრალურ ფორვარდად და სანჩესი ნანი იყიდე ლორენტეც რჩება და ვის რა ჩემ ისლად უნდა მანჯუკიჩი გაუშვით არსენალში მაგათ უნდათ მგონი
ეს ნამდვილად არ მინდა ვიხილო იუვეში… ამას ჯობია ძაძა დავაბრუნოთ…
აუ ეს არ მოათრიოთ რაააააა არაფერში არ გვჭირდება