რაიოლა პოგბას წასვლაზე ალაპარაკდა
აქამდე პოლ პოგბას მთავარი ყიდვის კანდიდატი საფრანგეთის “პსჟ” იყო, მაგრამ რაც “ფიფამ” სატრანსფერი Fair Play დააწესა, მათ ფრანგის ყიდვის შანსი თითქმის გაუნულდა. წესი ითვალისწინებს ნაყიდსა და გაყიდულს შორის ბალანსს, მინუსი ანუ შესყიდული, არ უნდა აღემატებოდეს 20 მილიონს, ვინც ამ წესს დაარღვევს ჯარიმდება 20 მილიონით და ევროტურნირზე მათ მხოლოდ 21 ფეხბურთელის წაყვანის უფლება აქვთ, ეს წესი კი უკვე თავის თავზე გამოსცადეს “მანჩესტერ სიტიმ” და “პსჟ”-მ. პოგბას აგენტი მინო რაიოლა აცხადებს :“მე და ჩემი კლიენტი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვართ, თუ ხვალ პოგბას კარიერისთვის უკეთესი შემოთავაზება მივიღეთ და ის პოგბასაც მოეწონა, რატომ ვთქვათ უარი?” ეს საკითხი მაშინ წამოიწია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მეგა-ტრანსფერები გაამზადა, პირველად სიაში კი პოგბაც გახლავთ. ასევე ფრანგის მიმართ “ლივერპულის” მთავარი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი იჩენს ინტერესს და აცხადებს, რომ მას მსოფლიო დონის ფეხბურთელები სჭირდება. 2012 წელს როცა პოგბამ “მანიუ” დატოვა, აცხადებდა, რომ ჰქონდა კონფლიკტი სერ ალექსთან და არა გუნდთან.
წყარო : DailyStar
დარჩეს ეს უეჭველი რა
დღეს თუ არა ხვალ წავა პოგბაა ) ისეთი აგენტი ყავს მარტო ფულზე ფიქრობს ) ასე რომ არტურო ხელშეუხებელი უნდა იყოსს )) ვიდალი მაგარი კაციაა ნამდვილი მეომარია მინდორზე ) და პლიუს უყვარს გუნდი ) დიდი იმედი მაქვს რო არ გაყიდიან ჩილელს )
არ გაუშვან არა!
არამგონია ლივერამ და მანჩემ მაგხელა ფული მოჯვან, ეგერაა რეალი და გადაიხდის 80 მილიონს ტუ რამე, ან დი მარია და 50 მილიონი და ეგაა