ელკანი : “დროგბა “იუვესთვის” ასაკოვანი არაა”
“ფიატის” პრეზიდენტი, ჯონ ელკანი დროგბასა და “იუვენტუსის” ურთიერთობაზე საუბრობს. “გალათასარაისა” და “ჩელსის” ყოფილი, ახლა უკვე 36 წლის ფეხბურთელი “იუვესთვის” იყო სანუკვარი ოცნება, ახლა კი მისი გადმობირება რეალური გახდა, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი ასაკია. “დროგბა “იუვესთვის” ასაკოვანი არაა, როჯერ მილაც არ იყო ბავშვი, როცა მან მსოფლიო გააოცა კამერუნის ნაკრებში.”-ესაა მცირე ამონარიდი მისი ინტერვიუდან. დროგბას გადმობირება ნელ-ნელა უფრო და უფრო რეალურ სახეს იღებს, თურქული “გალათასარაის” პრეზიდენტის კომენტარი კი ასეთია : “დიდიეს დიდი ხნის გამნავლობაში ვესაუბრებოდი, ის დიდი ვარაუდით ტურინს მიაშურებს, მაგრამ მის ტრანსფერში დიდი როლი ოჯახს ექნება.” ტურინში თავდამსხმელები ნელ-ნელა ცოტავდებიან, დიდი ვარაუდით პაბლო ოსვალდო ინგლისში დაბრუნდება, ფაბიო კუალიარელა და მირკო ვუჩინიჩი კი მზად არიან ნებისმიერ წუთს წავიდნენ გუნდიდან, არც სება ჯოვინკოზეა ვინმე დაზღვეული, რეალურად კი გუნდში კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე რჩება. ანტონიო კონტე კი თვლის, რომ ამ შემადგენლობით ის იტალიას ვერ გასცდება და ვერ დაიპყრობს ევროპას, დროგბას გამოცდილება კი ნამდვილად სჭირდება, რომელმაც “ჩელსის” მოაგებინა და ამ სეზონში “იუვენტუსის” “ჩემპიონთა ლიგიდან” გამოვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი იყო.
წყარო : ESPN
ლიგაზე ამის გამოცდილება ფასადაუდებელი იქნება, ვერავინ დამაჯერებს რომ ერთ ტაიმს ვერ იტამასებს ეს რეალთან ან ბაიერნთან
თუ უფასოდ მოდის იყოს ლიგაზე ან შეცვლებზე კარგი ვარიანტია ჯოვინკოს მაინც ჯობია სხვა თუ არაფერი გოლის გატანა მაინც იცის და გუნდს არ დააზარალებს.