La Gazzetta dello Sport : ხვალ იმობილე ” ბორუსიას ” ფეხბურთელი გახდება
La Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით , ჩირო იმობილეს ტრანსფერი დორტმუნდის ბორუსიაში ოფიციალურად უკვე ხვალისთვის დადასტურდება . შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის თავდამსხმელი ” ტორინოს ” და ” იუვენტუსის ” საერთო მფლობელობაში იმყოფება. ბოლო ინფორმაციით იურგენ კლოპმა იტალიელებს 19 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც თანაბრად უნდა გაიყოს ტურინულ გუნდებს შორის. როგორც ჩანს შეთანხმება მხარეებს შორის შესდგა. სავარაუდოდ ხვალე ჩიროს დასვენების საშუალებას მისცემენ იტალიის ეროვნული ნაკრების ბაზიდან, რათა გერმანელებთან ხუთ წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის განმავლობაშიც წელიწადში ორ მილიონ ევროს მიიღებს.
წყარო : La Gazzetta dello Sport
ძალიან სამწუხაროა რო ასეთი კარგი თავდამსხმელი დავკარგეთ ეს ერთი. მერე მეორე ვერანაირად ვერ ვხვდები რატო ამთავრებს ამ საიტის მომხმარებელთა უმრავლესობა იმობილეს კარიერას 24 წლის ასაკში? რა ანალიზები აქვს ცუდი და სასიკვდილო დაავადება ჭირს? თუ გერმანიის ჰავას ვერ გაუძლებს და გოლების გატანა დაავიწყდება? საიდან მოდის ამხელა სიძულვილი ამ ბიჭის მიმართ? თუ იუვე 70 წლის დროგბას ყიდულობს და 65 წლის ეტოოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს რა იმობილეს ბრალია? იქნებ იმობილემ შემოტენა მაროტას ოსვალდო და არ ვიცით? ბიჭს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისთვის რო ხოშიანი ფორვარდი გახდეს და იუვეს ხელმძღვანელობაშო იდიოტები თუ სხედან მისი ბრალი ნაღდად არ არის. საერთოდ იმობილე ისეთ გუნდში თამაშობს კარგად, რომელიც შეტევაზეა… Read more »
მე კიდე მგონია რო პირიქითაა თუ ესე განაგრძო იტალიამ ნაღდად საშუალო დონის დარჩებოდა… ისე თუ თავს იკლავს ნეაპოლელობით და არ ევასება იუვე გადასულიყო ნაპოლიში ლიგაზე მაინც დაეხმარებოდა სუ თუ არაფერი :D
დამთავრებული ამის კარიერა..აგერ ნახავთ…არ მკითხოთ რატომ? :))))
დარჩება საშუალო დონის თავდამსხმელად
10 მილიონის გამო დაკარგეს ესეც,სამაგიეროდ ოსვალდოს გამოისყიდიან 20-ად… მომწონს მაროტას მუშაობა,ვერაფერს დაუწუნებ
ჩიროსთვის უკეთესია ისე უკეთეს კლუბში წავიდა იქ უფრო ბევრს მიაღწევს
ეს კაცი ნეაპოლელიაა და მას ა სურდა ჩვენთან თამაში.. ნუ ამით მე მაროტას არ ვამართლებ
ესენი ისე ს..ები არიან ბერარდისაც გაყიდიან გაბიადინისაც და ვითამაშებთ მერე 80 წლის კაცებით
Aრაააააა
იმედია გერმანიის ბომბარდირიც გახდება!
წარმატებებს უსურვებ. შეიძლება დორტმუნდში უფრო გაქაჩოს. მე პირადად იუვეში არ მინდოდა მაგას ბერარდი მირჩევნია.
ეს დარჩება მარად ამომავალ ვარსკვლავად, პირადად მე ერთი წამით არ დამწყდება გული ამის წასვლით, ამას ქონდა თავის გამოჩენის საშუალება და ვერ გაქაჩა…
პინგვინები არიან ძმა პინგვინები! აბა ვინ უნდა იყიდოს მაროტამ? მაროტას რაც რამდენი გინდა იმდენი ლიმონი რო მისცე დემეტრაძეს იქით ვერავის იყიდის რა. მაროტას ვინ უნდა გამოჰყვეს? ვერ არი ეს კაცი რაც მის პოზიციას ევალება. არ შეუძლია ამას ყიდვა არავისი თუ გინდა შეიხები მოუყვანე დამფინანსებლები. მარტო ფული არაა საკმარისი ვინმე რო იყიდო მოზგი და აფერისტიც უნდა იყო რომ რეალმა და მისთანებმა არ აგწაპნონ. სირცხვილია ეს მოჯის ადგილზე რომააა/
წავიდააა იუვეში არც უნდოდა ამას მოსვლა, ნეაპოლური სისხლი მაინც უჩქეფს ვნახოტ აბა რა ჩიტს დაიჭერს დორტმუნდში… კაცს რომელსაც კონკურენციის ეშინია ის დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება ასე მგონია მე
ეჰ ძალიან ბევრი ნიჭიერი მიდის იტალიიდან აქეთ კიდე ბებერი დროგბები და ევრები მოდიან
ეს არ იყო გასაშვები კაცი ) დიდი შეცდომა დაუშვა იუვემ ამის გაშვებით ) ნახავთ დორტმუნდში რას ითამაშებს ) თავად კლოპის ინრევიუ ვნახე რომრლი იმობიზე ამბობს რო საუკეთესო ფორვარდია და ყველაფერს გააკეთებდა რო ეგ მოეყვანა )ასევე იტალიელი ეხსპერტის ინტევიუს ვკითხულობდი რომელმაც შეეფასა და იმობილეს ტრასფერი და ფირდაფირ თქვა რო ეს ტრასფერი იუვეს მხრიდან იმპოტენციას ნიშნავს )
საკუთარ ფეხბურთელს რომელიც ბობმბარდირი გახდა ) შანსი არ მისცეს ) და დასდევენ ბებერ დროგბას ) რომელიც მაქსიმუმ 1 სეზონს თუ ითამაშებს )
სანჩესზე ახალი არაფერი არ ისმის 2 დეღე და გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და რამდენი ჭორი დაიწერება იმედია რომ იუვე კიდევ უფრო გაძლიერდება და ზედმეტი ხალხი წავა გუნდიდან და მათ მაგივრად მათზე ბევრად ძლიერები ჩაანაცვლებენ რომ მომდევნო სეზონში ლიგისთვის ვიბრძოლოთ
აი ეს ხალხი მინდა მე მეტი არავინ
მცველები: კოენტრაო, ვან დერ ვილი, ვერტონგენი, რომანიოლი
ნახევარ მცველები: როისი, სანჩესი, ჩერჩი
თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი, ალექსანდრ პეტროვიჩი, დესტრო
+ ძაძა, გაბიადინი, ბერარდი, ლეალი
და გუნდიდან გავუშვებდი
რუბინიო, სტორარი, პელუზო, კვალიარელა, ვუჩინიჩი, ჯოვინკო, პადოინი, ოსვალდო, ისლა, პეპე + მოტა, დე ცელიე, მარტინესი.
რუბინიო, სტორარი, პადოინი და პეპე უეჭველი დარჩებიან. მაგათი გაშვების შანსი არაა.
როისი, მარკოვიჩი და ბერარდის მოყვანის შანსი არაა ჯერ.
მაგ ჩამონათვალიდან ყველაზე რეალურია, სანჩესი, ჩერჩი, გაბიადინი, კოენტრაო. + ალბათ რანოკიას გაიფორმებენ და ცენტ-მცველსაც აღარ დაიმატებენ.
კაია თავისივე მომავლისთვის, უბრალოდ საწყენია იტალიიდან ნიჭიერი ახალგაზრდები რო მიდიან. თან სად, გერმანია და საფრანგეთი
რატოა მოღალატე, ცოტა ხნის წინ გარკვევით თქვა, იტალიაში მირჩევნია დარჩენაო, მაგრამ არავინ იჩენს გრანდებიდან ინტერესს და რაქნას კაცმა? მტელი ცხოვრება ტორინოში ხო არ დარჩება?
მოღალატე ნეაპოლელი…