პირლო ამაყია იტალიის ნაკრების კაპიტნობით
ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ამაყია ასეთი იტალიის ნაკრების კაპიტნობით. მანაუსში ჩატარებულ გუშინდელ შეხვედრაში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მაესტრო კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა გუნდს. “მე ვიყავი მამაცი იტალიის ნაკრების კაპიტანი, რომელსაც სურდა კარგად ეთამაშა და თავისი სტილი მოეხვია ინგლისისთვის. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის დიდ ნაწილშიც. ეს იყო დიდებული თამაში, მიუხედავად აუტანელი სიცხისა. ჩვენ კარგი გუნდი ვართ და შეგვიძლია წინ წასვლა. ” პირლო მიესალმება ორი გამთამაშებლით თამაშს, გუშინ მას პარტნიორობას მარკო ვერატი უწევდა. “მოხარული ვიყავი ვერატისთან ერთად თამაშით და ამ გზის გაგრძელება სწორია”.
წყარო: football Italia
ნომერ პირველია რა არ უნდა ბევრი ბაზარი ვერატიც მაგრად მევასება უნდა დავითრიოთ
ეს რა მაგარი კაცი გვყავს, მსიამოვნებს ამის თამაში, რა ხავი და ინიესტა, ეს ერთადერთია რა…
პირლოს დონის ნახევარმცველი საუკუნაში ერთი იბადება წლებია ერთ დონეზე თამაშობს. ასაკში უფრო მოუმატა კიდე. ნაკრების ნამდვილი ლიდერია.
ნეტა ჯიჯი იქნება შემდეგზე?