ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დასკვნითი მოლაპარაკებები იტურბეს თაობაზე ოთხშაბათს იგეგმება

ხუან მანუელ იტურბე ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება.გაზეტა დელო სპორტის დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიანკონერები არგენტინელისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო დაწინაურდნენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი ოთხშაბათს დასრულდეს.ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ორშაბათს მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებთან აპირებენ შეხვედრას ალვარო მორატას ტრანსფერის თაობაზე, ზეგ კი “ვერონას” პირველ პირებთან იგეგმება დასკვნითი მოლაპარაკებების წამოწყება, მილანში.შეგახსენებთ, რომ “ვერონამ” 21 წლის ვინგერი 15 მილიონად “პორტოდან” გამოისყიდა, ახლა კი მას დაახლოებით 30 მილიონად ყიდის, ჯერ-ჯერობით უცნობია, ტურინელები მთლიანად თანხას გადაიხდიან თუ ბარტერის სახით ფაბიო კვალიარელას ჩართავენ, მაგრამ ფაქტია, რომ საერთო ენა დაინტერესებულ მხარეებს შორის გამონახულია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
10 years ago

თუ მოყვანა უნდათ დროზე მოიყვანონ თორემ მერე გვიან იქნება ამის მოყვანა მე დიდად მაინც არ მინდა მაგრამ იმას მაინც ვხვდები რომ ჯოვინკოს და პადოინის მაინც აჯობებს თან ახალგაზრდაა და უფრო მაგიტომაც შეიძლება ამის აყვანა.

d a v i d
10 years ago

სანჩესიც დაიტრიონ ამასტან ერტად და ეგ არის :love:

d a v i d
10 years ago

:love: :love: :love: :vashaa: :vashaa: :vashaa:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x