პარატიჩი იტურბეს აგენტს მილანში შეხვდა
ალვარო მორატას ბიანკონერებში ტრანსფერი 99% – ით გადაწყვეტილია, ესპანელი ფორვარდი ტურინს კვირის ბოლოს უნდა ეწვიოს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ოფიციალურად მოაწეროს კონტრაქტს ხელი.ტურინის “იუვენტუსი” მომდევნო სეზონისთვის მზადებას ორშაბათს იწყებს და დიდი ალბათობით, მორატა შეკრების პირველივე დღიდან ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.პარალელურად, ფაბიო პარატიჩი ხუან იტურბეს ტრანსფერზე მუშაობს, გაზეტა დელო სპორტის ცნობით, ჯუზეპე მაროტას მარჯვენა ხელი არგენტინელის პირად აგენტს, ფაბიო ტრიულცის მილანში შეხვდა, შეხვედრა ნახევარ საათს გრძელდებოდა.თავად იტურბე ბრაზილიაში ისვენებს, მსოფლიო ჩემპიონატს ადევნებს თვალს და დღეს გვიან ღამით მუნდიალის 1/2 ფინალურ მატჩზე დასწრებას აპირებს, მისი წარმომადგენლები კი იტალიაში ტრანსფეის დეტალებს განიხილავენ.აქვე გეტყვით, რომ ჯუზეპე მაროტა საბოლოო პასუხს ელის მანჩესტერ “იუნაიტედისგან” პატრის ევრას თაობაზე, თანხმობის შემთხვევაში ევრაც, მორატას მსგავსად ტურინს კვირის ბოლოს უნდა ეწვიოს.
გამოსყიდვა არ დევს,მაშინ სხვა პირობები იყო გაცილებით იაფი და 21წლისთვის 22მილიონი რომ გეძვირებათ 21ის არაა პოგბა 75ს რომ იხდის პსჟ

ეგ მხოლოდ ჭორია ჯერ რო 35 მილიონად უკან დაბრუნება შეეძლება რეალს, გუშინ დღის პირველ ნახევარში ეგრე ვრცელდებოდა, საღამოსკენ უკვე აღარ )) მაინც მეეჭვება ეგ პუნქტი კონტრაქტში ჩადონ და თან, ისიც საკითხავია, რეალმა რო დაბრუნება მოინდომოს ორ წელში იუვენტუსი ასე ულაპარაკოდ 35 მილიონად შეუფუთავს თუ არა წასაყვანად, აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი როგორც ფინანსური, ისე ეკონომიკური ))
ამიტომ დავაკონკრეტე კომენტარში, ის კონტრაქტი რა ინფორმაციაც გავრცელდა თქო…
და თუ დევს მართლა ეგ პუნქტი, მაშინ ვალდებულია დაუთმოს და ასე ულაპარაკოდ არ დაუთმობს და ა.შ. აღარაა ძალაში…
თუ არ დევს ეგ პუნქტი, მაშინ კაი ტრანსფერია… თუმცა მაინც სანჩესი უფრო წაადგება იუვეს, ასაკიც მშვენიერი აქვს ალექსის…
22 ლიმპნს დაემატებიათ 10-12 ლიმონი და სანჩესი ეყიდათ
მაგარი ამოუცნობი ტრანფერია

მერე რა უნდა იუვეში მაროტას?სად არის ბებერი ანიელი,სულ ცოცხით გაყრიდა ამათ და სტადიონთან ახლოს არ გააკარებდა
pintu-ricchio says:
რატომ გიკვირს რო რეალმა დაგვაბოლა? მაროტას დაბოლებას რა უნდა? მაროტა დაბადებიდან არის დაბოლილიიიი… მაროტას გორის დილაც გააბოლებს.
ესეთი დამამცირებელი ტრანსფერი ჯერ არ მსმენია,რათქმაუნდა იუვეს დონისთვის,თორე ამას აკეტებს თითქმის ყველა საშუალო და დაბალი დონის გუნდი,ბენფიკას,ნორდსელანდს და მისდაგვარ გუნდებს რო ვერ უგებდით ისედაც უკვე საშუალო დონეს მივაღწიეთ და ახლა ფაქტებით ვამყარებთ ჩვენ საშუალო დონეს
უუხ თქვენ გენაცვალეთ მაროტა ანიელ უუხ ყოჩაღ ბიჭებო ეგრე არ ჯობია იყიდეთ 21 წლის ფეხბურთელი 22 მილიონად და რო გაზრდით მერე თუ გაამართლა გაუშვით 33 თქვენ ეხუმრების 11 მილიონს იგებენ რაღა გინდათ მეტი არ ჯობია ახლა ბერარდის გაზრდას ეს გაზარდონ ესპანეთისთვის და რეალისთვის ბერერდი ვინაა ჯერ არაფერი დაუმტკიცებია 16 გოლი გაიტანა მეტი კი არა ამნ კიდე 8 გოლი გაიტანა ურთულეს პრიმერაში თქვენ ეხუმრებით პრიმერას გუნდების დაცვას სად სერია ა ს გუნდების დაცვა. ფუი თქვენი … სასაცილოა სატირალი რო არ იყოს 22 მილიონად მე ცოტას დავამატებდი და იტურბეს ვიყიდდი მანდ უფრო გასაძლიერებელია გუნდი და თუ ფორვავდრი უნდოდაც იმობილე კი არ უნდა… Read more »
შემდეგ წელს იტალიური ფეხბურთისთვის ჯობია რომამ მოიგოს სერია ა და იუვენტუსმა ვერა მერე მიხვდებიან ეს ცენზურა ხელმძღვანელობა რაც უნდა ქნან 22 მილიონას ცენზურებს კი არ უნდა დიონ უნდა იყიდონ ვინმე ისეთი ვისი შენარჩუნებას მაინც შეძლებენ იგივე იტურბე
ცუდი არ იქნება მორატა და დასაწუნი არაფერი გვაქვს მაგ ბიჭის მიმართ, მაგრამ აქ ტრანსფერის შინაარსზეა საქმე და მისი ახალგაზრდული ასაკი არ გამოდგება საპირწონედ… მაშინ როცა 22 მილიონი გადაიხადეს პატარა ბიჭში, + ხელფასი უხადონ, გაზარდონ, გამობრძმედონ და თუ კაი ბიჭი დადგება, ან იმ ასაკში, როცა ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკი მოუწევს, მერე 30-33 მილიონად რეალს უფლება აქვს წაიყვანოს უკან… ამ რეალს ყველა იქეთ აბოლებს და მილიონებს ახევს ტრანსფერებში და ჩვენ აქეთ დაგვაბოლა… ამას ნამდვილად ჯობდა რომ ამ 22 მილიონზე დემატებინათ 8-10 მილიონი და ალექსის სანჩესი მოეყვანათ საბოლოოდ, რომელიც 25 წლისაა და გაცილებით მეტად გამოცდილია. მორატას ტრანსფერი ამ კონტრაქტის საფუძველზე, რაც გავრცელდა, არ შეიძლება… Read more »
თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ ვინმეს ასწავლონ და ავარჯიშონ და გამობრძმედონ, აწი რაღა რეალის ფეხბურთელს ზრდიან, იგივე ბერარდი და ან სხვა ახალგაზრდები ავარჯიშონ და გაზარდონ, იტალიის ნაკრებს მაინც გამოადგება…
ანიელი რომ გამოდის და ბრტელ ბრტყელად საუბრობს იტალიურ ფეხბურთზე, ახალგაზრდობა არ გვყავსო და ა.შ. ცოტა აზრი მიეტანებინა ამ ტრანსფერის შინაარსზე
ფაქტიურად იჯარის (არენდის) ახალი ფორმა შეიმუშაბა მაროტამ, რომელიც გაცილებით უარესია ვიდრე იჯარები, რომლებიც აქამდე ხორციელდბოდა
იმ შემთხვევაში თუ არ გამოდგებოდა არ გამოისყიდიდი და დაუბრუნებდი იმ გუნდს, და ამ შემტხვევაში თუ არ გამოდგება შენ გრჩება და თუ გამოდგება უკან ატან 
ესეტი უმაქნისი ბრუციანი რო გვყავს მეორე არ არსებობს,იუვენტუსს არ ეკადრება რეალს და სხვა გუნდებს ფეხბურთელები გაუზარდოს,ეს მორატა თუ გაქაჩავს ესე-იგი წაიყვანენ და თუ ვერ გაქაჩავს გაიკეთეთ უკანო,მაგარი კონტრაქტია.გამოსყიდვა რა მათხოვრული თანხაა,თუ მაგარი ფეხბურთელი დააყენეს 33 მილიონად უნდა წაიყვანონ,სად არის ლოგიკა
იუვენტუსი ყოველთვის კადრულობდა და სხვა გუნდებს უზრდიდა ფეხბურთელებს. ეხლა რატომ ხართ უარზე არ მესმის. აგერ ახლახას იმობილე გაუზარდა დორტმუნდს, მანამდე ზიდანი და ა.შ. უბრალოდ ის მიკვირს აქამდე უფასო ხალხს დასდევდნენ ეხლა ცოტა ჯიბეზე გაიკრეს ხელი და აქ ბევრი უკმაყოფილოა. რა გინდათ ეხლა ლუკას შოუში 40 მილიონი იხადონ, თუ სუარესში 90 მილიონი ? მაღალი დონის და უკვე შემდგარ ვარსკვლავებს იუვე ვერ დაითრევს ვინაიდან კონკურენციას ფულით ვერ გაუწევს შეიხებს. აჰა დიმარიას ელევა რეალი და მიდი მოიყვანე. 65 მილიონს იხდის მანჩესტერი უბრალოდ ლიგაზე თამაში უნდა დიმარიას. 60ს იხდის სიტი. გინდა 60 მილიონად ერთი დიმარია იუვეში ? მესმის როცა 1 ფეხბურთელი გინდა გუნდში სხვა… Read more »
22 მილიონი არაა ცოტაა 21 წლის ბიჭში და პლიუს იმ იმ პირობით, თუ გაქაჩავს უკან წავიყვანთ 30 მილიონადო და თუ ვერ გაქაჩა გყავდეთ თქვენო. ეს არაა გუნდის გაახალგაზრდავებაში ჩადებული ფული, ეს არაა გუნდის მომავალზე გათვლილი ტრანსფერი…
და + ამას არც ზიდანი და არც არავის ტრანსფერში არ დებულა ის პუნქტი, რომ თუ გაქაჩავს უკან წავიყვანთ ამ ფეხბურთელსო… თუ არა თქვენ გყავდეთო… და წინასწარ არ იყო ცნობილი სად ვინ გაიყიდებოდა…
ბაროო იუვენტინებოო რამდენიხანია აქარ დამიწერია!ძან კაია მორატას დამატება მივესალმები მე პირადათ ასევე ამ ბიჭს გარემარბათ შეუძლია თამაში მკლედ კონტე მიხედავს ამას, სასწრაფოთ 2-რი გარემარბია დასამატებელი სანჩესი მინდოდა მაგრად მარა ამათი წუწურაქობის ამბავი ხო ვიცით არსენალში წავიდა. იტურბე ძან მაგრად გამიხარდება ამის მოსვლა ამ ბიჭს დიდი პროგრესია და იუვეში უფრო გაიხსნება
მე ეს უფრო მინდა ვიდრე მორატა, ალვაროს არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ ესეთი ტიპის ფორვარდები ახლაც გვყავს, იუვეს კიდევ დაცვის გამჭრელი თავდამსხმელი შჭირდება, ისე ევროპაში შანსი არ გვაქვს.
დაბლა სტატიაში კომენტარებს მოვკარი თვალი, მორატას გაბიადინი როგორ არ ჯობიაო და იმობილესთან ახლოსაც ვერ მივაო, ჯერ ერთი დაბადების თარიღს დააკვირდით, მორატა იმობილეზე 3 წლით უმცროსია, გაიხსენეთ სად იყო 21 წლის იმობილე და თუ მორატა არ გახსოვთ, მე გეტყვით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და ესპანეთის ახალგაზრდულში სასწაულები ატარა )) ტიპს მადრიდის სკოლა აქვს გამოვლილი, ანჩელოტი ენდობოდა და ჩვენ დავიწუნოთ ? თან იუვეში თამაში მინდაო თქვა, რა ჯობია ამას, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩვენთან უნდა ძალების მოსინჯვა, ყველანაირად მივესალმები )) გაბიადინის კიდე ბევრი აქვს დასამტკიცებელი, იმობილემ უკვე დაამტკიცა, თუმცა 24 წლისაა და მორატაზე საკმაოდ დიდია, ვნახოთ სამ წელში ალვარო რა იქნება, ღმერთმა ქნას… Read more »
დროზე გაიფორმეეეთ, არაა დასაკარგი ბიჭი ეს
