მარონეს მომავალს ანტონიო კონტე გადაწყვეტს
ახალი სეზონისთვის მზადებას ლუკა მარონე ტურინის “იუვენტუსთან” ერთად დაიწყებს.24 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბიანკონერებმა “სასოულოსგან” სულ რამდენიმე დღის წინ 5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს, ანტონიო კონტეს განკარგულებაში აგვისტომდე მაინც დარჩება და ამის შემდეგ მის მომავალს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.2011-12 და 2012-13 წლების სეზონებში კონტე მარონეს ცენტრალურ მცველად იყენებდა ლეონარდო ბონუჩის პოზიციაზე, თუმცა ანჯელო ოგბონას გუნდში მოსვლის შემდეგ იტალიელი არენდის წესით გაუშვეს “სასოულოში”, სადაც ღირებული ვერაფერი აჩვენა.ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს იგი საზაფხულო შეკრებაზე, ისე კი, გეტყვით, რომ მის მიმართ სერიოზულ ინტერესს “პალერმო” იჩენს.
ოგბონა რამ მოაყვანინა ეს რო გუნდში ყავდა, 12 ლიმონი როგორ გადაყარეს ტოო