ევრა დათანახმდა ტრანსფერს ” იუვენტუსში ”
პატრის ევრას ტრანსფერი მას შემდეგ შეყოვნდა, როდესაც ანტონიო კონტემ ტურინული გუნდი დატოვა. ბიანკონერის ხელმძღვანელობას ყველა დეტალი ჰქონდა შეთანხმებული მანჩესტერულ კლუბთან და მხოლოდ ფეხბურთელის გადაწყვეტილების მოლოდინში იყო. გუშინ, სხვადასხვა მასმედიური საშუალებების მტკიცებით ფრანგმა მარცხენა მცველმა შეტყობინება გაუგზავნა იტალიის მოქმედ ჩემპიონებს: ” მოხარული ვარ კარიერის თქვენთან გაგრძელებით “. უახლოეს რამდენიმე დღეში ევრა ტურინს ეწვევა სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. თავად მანჩესტერ იუნაიტედი კი 1.7 მილიონ ევროს მიიღებს მოთამაშის სანაცვლოდ.
წყარო: tuttosport
საღოლ ბეპე კაპიკებში მოიყვანა ნუ ძვირი არც ღირს მარა 3 ლიმონის დაგდებას არაა ხუმრობა
რა წუწურაქია ნახეთ მაროტა 4 და 1.7 მდე ჩამოიყვანა ალბათ მაგასაც 3 წლის გნამავლბოაში აძლევს :დ