Gazzetta : რომულო 48 საათში ბიანკონერო გახდება
La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტას მორიგი სატრანსფერო სამიზნე “ელას ვერონას” მარჯვენა ფლანგელი, რომულოა.საქმე იმაშია, რომ მაურისიო ისლასთვის ბრიტანული “ნიუკასლი” სერიოზულად იბრძვის, ბიანკონერებს კი გუნდში შტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელი სჭირდებათ.ამავე წყაროს მტკიცებით, სიტყვიერი შეთანხმება კლუბებს შორის არსებობს და უახლოეს 48 საათში, იტალიის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი ტურინელი უნდა გახდეს.საუბარია არენდაზე, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით 8 მილიონ ევროდ.
მშვენიერი სეზონი ქონდა ვერონაში და ძაან კაიც იქნება თუ ჩვენთან მოვა ლიხტას სერიოზული კონკურენტი ეყოლება ამის სახით და შეიძლებაც და ძირიტადისკენაც გაიხედოს თან 27 წლისაა