მაროტა : “კიდევ ერთი ფორვარდი გვჭირდება”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა რობერტო პერეირას ტრანსფერით კმაყოფილია და არგენტინელს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდად მიიჩნევს : “პერეირას ძალიან კარგად იცნობთ, ის რამდენიმე წელია “უდინეზეს” შემადგენლობში მაღალ დონეზე ასპარეზობს.ფაქტია, რობერტო კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა.მისი კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო, ამის შემდეგ კი მიეცა საშუალება, ძალები იტალიაში მოესინჯა.იგი თანამედროვე და უნივერსალური ფეხბურთელია, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში.კონტრაქტში არსებობს პუნტქი გამოსყიდვის შესახებ, რომელსაც მომავალი სეზონის ბოლოს აუცილებლად გამოვიყენებთ.მოხარული ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა, უდავოდ საინტერესო მოთამაშე დაგვემატა.”
ჯუზეპე მაროტას არტურო ვიდალის გარეშემო შექმნილ სიტუაციაზეც მოუხდა საუბარი, რამეთუ ჩილელის ბიანკონერებიდან შესაძლო აბარგების შესახებ ჟურნალისტები ძალიან ბევრს წერენ : “სიტუაცია მარტივადაა, არტურომ კონტრაქტი გააფორმა იმ კლუბთან, რომელში თამაშიც სურს.მას არ აქვს ერთი მიზეზიც კი, რომ “იუვენტუსი” დატოვოს.მისი ინტერვიუ არასწორად გაიგეს, ფრენის შემდეგ, ბარგით დატვირთულმა, ყველაფრის დეტალურად ახსნა ვერ მოასწრო.ფაქტია, არტურო ჩვენთან თამაშით ბედნიერია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი გვყავს.ტრავმა ? – დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მას ოპერაციის გადატანაც მოუხდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა და ახლა იგი მზადაა, ბებერ ქალბატონს დაეხმაროს.”
“მან რომ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვოს, ძალიან გამიკვირდება.მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამის ალბათობა ძალიან მცირეა.სატრანსფერო ბაზარზე ფინანსურად ძლიერი კლუბები ნადირობენ უმაღლესი დონის მოთამაშეებზე, ვიდალი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.დიახ, დიდ კლუბებს შეუძლიათ მასში სერიოზული თანხა გადაიხადონ, მაგრამ ხაზს ვუსვამ – “იუვენტუსი” დიდი კლუბია, ჩვენ ლიდერების გაშვებას არ ვაპირებთ.”
“ჯერ-ჯერობით კმაყოფილები ვართ იმით, რაც ხდება.დავიმატეთ ხარისხიანი ფეხბურთელები, ხელმისაწვდომ ფასებში.ვაკვირდებით სატრანსფერო ბაზარს და ვცდილობთ იმ მოთამაშეებზე ვიმუშავოთ, ვინც ზუსტად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს.ეტო’ო ? – მასთან საუბარიც კი არ გვქონია.გუნდს ხუთი ფორვარდი სჭირდება, მორატას ტრავმამ ეს საკითხი კიდევ უფრო სერიოზულად დააყენა.ვინ შედის ჩვენს სატრანსფერო სიაში, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.როგორც ჯოვანი ტრაპატონი ამბობს, სატრანსფერო სამიზნეებზე საუბარი წინასწარ არ ღირს, თუმცა ვიტყვი, რომ კიდევ ერთ ფორვარდს ვეძებთ.”
37 ნომრის მეტი ვერ ნახა? ეტყობა ფანტაზისტაა
დას ვფიცავარ ჩვენი მთავრობასავით ლაპარაკობენ და იქცევიან. ეს მატყუარა ქოცები და ნაცები!!!
Au ra zaza dzma ligaze eg ras gaaketebs?verapers
ძაძა კაი ვარიანტი იქნება. მე პირადად მომწონს ეგ ფეხბურთელი :-)
წარმატებები პერეირას მეფე ჩვენთან უნდა დარჩეს რაც შეეხება ეტოოს იმედია არ მოიყვანენ ჯეკო აგუეროს და ესეთი დონის იგროკებს ჩვენ ვერ ვიყიდით და ჯობია ბერარდი ძაძა ან გაბიადინის მიეცეს შანსი