“სიტი” იოვეტიჩს არ უშვებს, მაროტა ლუკაკუზე მუშაობს
მანჩესტერ “სიტი” სტეფან იოვეტიჩის გაშვებას არ აპირებს.ალვარო ნეგრედოს ტრავმის შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ მონტენეგროელი ფორვარდის თაობაზე ყველანაირი შემოთავაზება დაბლოკა, არადა, იების ექს-შემტევის აპენინებზე დაბრუნება “იუვენტუსსა” და “მილანს” სურდათ.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა მეხუთე ფორვარდის ძიებაშია და იოვეტიჩის უპირველეს ალტერნატივად რომელო ლუკაკუს განიხილავს, რომლის სანაცვლოდად “ჩელსი” 30 მილიონ ევროს ითხოვს.ბელგიელის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო”, გერმანული “ვოლსბურგი” და “ევერტონი” იჩენენ.უკანასკნელი ვარიანტი კი სამუელ ეტო’ოა, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელს “იუვენტუსმა” ორწლიანი კონტრაქტი და 3 მილიონი ევრო უნდა შესთავაზოს, დათანხმდება თუ არა კამერუნელი ბებერი ქალბატონის წინადადებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
არამგონია მეხუთე ფორვარდისთვის 30 ლიმონი გადაიხადონ და არც ღირს ლუკაკუ 30 მილიონი… ჩვენ ახალგაზრდებზე რატო არ აკეტებენ ეხლა მაინც აქცენტს??? რარა დროს ეტოოა
არც ეს იოიო თუ ვიღაცა და არც საცოდავი ეტოო აქ არ დავინახო მაროტააააა……..
დი მარიააააააა მოიყვანეეეეეე!!!!!!!!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე
აუ ეტოოო არ მანახოთ აქ თან ბებერი ეტოოო
ეს არ უნდა მოათრიონ,ადრე თქვა იუვეში რა მინდა სიტი ჯობიაო,ეგეთების ადგილი არ არის იუვეში
იო იო ათამაშდა და აწი არ გაუშვებს სიტი