ვიდალი : “ტურინში ვრჩები”
ხელები შორს არტურო ვიდალისგან – “იუვენტუსის” ტიფოზების კუმირი გუნდს არ ტოვებს.ბოლო სამი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა თავად ჩილელი გუნდთან ერთად იმყოფება და მონდომებით ემზადება აზიური ტურნესთვის.ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გულშემატკივრებმა არტურო შეაჩერეს და მას თხოვეს, გუნდი არ დაეტოვებინა, ვიდალმა გაიღიმა, ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა, ჩანდა, მშვიდად იყო.მსგავსი შეკითხვა კიდევ რამდენჯერმე დაუსვეს : “ანუ, “იუვეში” რჩები ?”, – “რა თქმა უნდა” – უპასუხა არტურომ.
რავი მე არტუროს აგენტს თუ ვკითხავთ უეჟველი მიდისო