ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომულო : “ოცნება ამიხდა, აქ დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ”

აზიურ ტურნეში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე რომულო ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა.მისი პრეზენტაცია და ოფიციალური წარდგენა ადგილობრივი დროით 15:00 სთ – ზე დაიწყო : “ძალიან გამიხარდა, როდესაც “იუვენტუსის” ინტერესის შესახებ შევიტყვე.ვიცი, ეს ტრანსფერი ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია, სამი წელია იტალიაში ვთამაშობ და საბოლოოდ, გრანდში მოვხვდი.ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “ფიორენტინას”, პირველად ნდობა სწორედ მათ გამომიცხადეს.მზად ვარ, ტურინისთვის და ახალი კლუბისთვის ყველაფერი გავიღო.სკუდეტო ? – კალჩოში ბევრი ძლიერი გუნდია, “იუვენტუსი” ერთ-ერთი მათგანია, იტალიის ჩემპიონატის მოგება და წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბის მიზნად უნდა იქცეს.მასიმილიანო ალეგრისთან ვისაუბრე, მან ჩემი პოზიციის შესახებ მკითხა, მე კი ვუპასუხე, რომ მარჯვენა ფლანგზე ნებისმიერი დავალება შემიძლია მივიღო.სიხარულისგან კინაღამ ვიტირე, როცა პრანდელიმ ეროვნულ ნაკრებში მიხმო, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკურად მზად მუნდიალზე გასამგზავრებლად არ ვიყავი.ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხშირად მეკითხებოდა ჩემი ფორმის შესახებ, მაგრამ მისი მოტყუება არ შემეძლო, მიხარია, რომ პრანდელიმ სიმართლის თქმის გამო დამაფასა.ღარიბ ოჯახში გავიზარდე, ბევრი შრომის შემდეგ ოცნება ამიხდა.მონდომებული ვარ, აქტიურად მოვემზადები და ყველაფერს ვიზამ, რომ ბიანკონერებში დავრჩე.ბავშვობაში ჩემი კუმირი დენილსონი იყო, მოხიბლული ვიყავი მისი თამაშით.ნომერი ? – სულ ორნომრიანი მაისურით ვასპარეზობდი, ამ ტრადიციას არც აქ დავარღვევ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve_10
10 years ago

იკნება ხო რეპორტაზები დგეს წავიდენ მგონი

juve_10
10 years ago

დგეს სად მიდიან ვინმემ იცით რაგაც ჩემპიონატიაო აფრიკისო რა გამაგებიეთ ვინმემ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x