“იუვენტუსი” იოვეტიჩის ან გაბიადინის ვარიანტებს განიხილავს
ტურინის “იუვენტუსი” მეხუთე ფორვარდის ძიებაშია.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა უპირველეს ვარიანტად მანჩესტერ “სიტის” წინახაზელს, სტეფან იოვეტიჩს განიხილავს, რომლის იტალიაში დაბრუნება მარტივ დავალებას ნამდვილად არ წარმოადგენს.ბიანკონერებს მონტენეგროელის არენდით აყვანა სურთ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, თუმცა უარზეა მანუელ პელეგრინი, რომელიც იოვეტიჩს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს.”ფიორენტინას” ექს-შემტევის ალტერნატივად მანოლო გაბიადინი განიხილება, რომლის უფლებათა პაკეტის 50 პროცენტს ბებერი ქალბატონი ფლობს, თუმცა გენუელებს მეორე ნახევრის დაბრუნება გეგმაში არ აქვთ.
თქვენ მალე ისე იზავთ მარტო სახელიგა დარჩება და ეგ იქნება რა, იყიდეთ ვერატი ნუ დაინანებთ სულ რაგაც 35 მილიონს.
რა იოვეტიჩი და რა გაბიადინი სულ გაგიჟდით? იყიდეთ სანამ დროა მარკო ვერატი თორემ გუნდი უფსკრულის პირასაა ვერ ატყობთ? ამ დედააფეტქებულ მესიჯებს არ კითხულობთ? რანაირი ფანკლუბის საიტია რომ ფანების წერილებს არ იზიარებენ, მე მაინც წამიყვანონ ალეგრის მაგივრად ვანახო გუნდი როგორ კეთდება, ალეგრის რომ რამე ცოდნოდა მილანი გამოაგდებდა?
საკვირველია სად იოვეტიჩი და სად გაბიადინი ? იოიო უკან დაწეულს თამაშობს/ გაბი 9 ნომერზეა … იოვეტიჩს შანსი არაა არ გაუშვებს სიტი მით უფრო დავიდ სილვა და აგუერო რაღაც ვერ არიან ძველებურ ფორმაში …