ევრა : “იუვენტუსი დიდი საფეხბურთო ოჯახია”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, პატრის ევრამ ოფიციალურ ტვიტერზე ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა : “იუვენტუსი” არა მხოლოდ დიდი კლუბი, არამედ დიდი ოჯახიცაა.მოხარული ვარ, რომ კარლოს ტევესთან ერთად კიდევ ერთხელ მომიწევს თამაში, იგი ჩემი მეგობარი და დიდებული ფეხბურთელია.საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია ? – ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, რაიან გიგზი.უელსელმა შეძლო და წლების მანძილზე უმაღლეს დონეზე იასპარეზა, მისაბაძი მაგალითია ნებისმიერი მოთამაშისთვის.რაც შეეხება ჩემს ახლანდელ თანაგუნდელებს, ანდრეა პირლოს უბრალოდ ვაღმერთებ.როგორც ყველა, მეც მაესტროს ვუწოდებ, საოცარი ტექნიკის მქონე ნახევარმცველია.ტაქტიკა ? – როდესაც საჯარიმო მოედანში ფერნანდო ლიორენტეს მსგავსი ფეხბურთელია, ჩემმა ჩაწოდებებმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხიფათი შექმნას.კარიერის სტარტზე მეც 3-5-2 ტაქტიკაში ვირჯებოდი, თუმცა თანდათან 4 მცველიან სისტემას ავუღე ალღო.სქემას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გუნდს მოვუტანო სარგებელი.იტალიურ ფეხბურთს რთული პერიოდი უდგას და მან თავად უნდა გადაირჩინოს თავი, “იუვენტუსი” ამ პროცესში საკუთარ წვლილს შეიტანს.”
მანოლასზე დიდი კონკურენციაა ბაზარზე ;
ნასტასიჩი ? მე რონი ვლაარი მირჩევნია – ტიპიური სტოპერია და გამოცდილებაც აქვს დაგროვილი .. ძალიან გამოადგებოდა გუნდს როგოც 4 მცველიანი ტაქტიკის დროს/ ისე 3-5-2 სისტემაშიც …
თან ბონუჩის პირდაპირი კონკურენტი იქნება და იქნებ გამოაცოცხლოს და მოაშოროს სარკეს ….
მარცხენა ფლანგს გაძლიერება აღარ ჭირდება რადგან ევრა მოვიდა მარჯვენა ფლანგზე კი 2 კარგი ფეხბურთელის ყიდვა მოგვიწევს პადოინი და ისლა რაც შეიძლება მალე უნდა გავყიდოთ
ისლა უკვე წავიდა.
არ გადავალთ 4 მცველიან დაცვაზე გუნდში 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველია და კიდევ ნასტასიჩის დამატებას ვცდლობთ
მეორე ატომური ჭიანჭველა ვინაა?
გაბი ბრუნდება და 4-3-3ზე გადავდივართ
ტევესი (სება) – ლორენტე (მორატა) – გაბი (პეპე)
ვინ და ჩიჩარიტოა თუ ვიღაც მარად მწვანე მექსიკელი
ამას ისევ ჩვენი ბერარდი და გაბიადინი მირჩევნია
ისე კი ძალიან მინდა დესტრო რადგან მაგარია და ლიგაზე გამოგვადგება შეცვლებზე
თორემ ჩემზე რომ იყოს
მე ეს ხალხი მინდა
ჰუმელსი, ვერტონგენი, ინსინე, ვერატი, ალაბა, როისი და კავანი
ამ ხალხის მაგივრად
პადოინი, პეპე, ჯოვინკო, ოგბონა, დე ჩელიე, მოტა, მარონე
თუნდაც 250 ლიმონი დაგვიჯდეს
მერე ვისაც უნდა იმას დავეჯახოთ ლიგის ჯგუფში.
ჩიჩარიტო ცენტრია და გვჭირდება ერთი ფორვარდი
იტალიელი ახალგაზრდები მეც მინდა მარა ეტყობა არაა ჯერ მაგის დრო, ალეგრის არ შეეშლება ვინმეს მოყვანა, ელ შაარავი მაგის გამოჩენილია
თუნდაც 250 მილიონი დაგვიჯდეს
აი ძაან გამეცინა მართლა
ისე მანოლასიც და ნასტასიჩიც ორივე გამოგვადგება მანოლასს ფლანგზეც შეუძლია თამაში აი 2 ატომური ჭიანჭველა რად გვინდა გუნდში მაგას ვერხვდები როცა ჩვენი ვერაფერს აკეთებს და სხვისი საერთოდ არ გვჭირდება მაგას ისევ გაბიადინი და ბერარდი დააბრუნონ ის ჯობია
ნეტა ფლანგელებს მოიყვანენ თუ ისევ ტყუილად ველოდები როგორც წინა წელს
თუ პასტორე ვერ მოყავთ ლავეცი და მირალასი მოიყვანონ.