ოფიციალურად : ანტონიო კონტე სკუადრა აძურას ჩაიბარებს
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.მხარეები ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, კონტეს წლიური ანაზღაურება 2 მილიონი ევრო იქნება, ევრო 2016 გასვლის შემთხვევაში კი ხელფასს დაემატება ბონუსებიც.ფედერაციის ახალი პრეზიდენტი სკუადრა აძურას დამრიგებლის წარდგენას სამშაბათს აპირებს, რომში.
კონტემ იცის რასაც აკეთებს, 3 წელი იუვეში იყო 4 წელი ნაკრებში დარჩება მოიგებს ევროპას და მსოფლიოს და მერე ისევ კლუბს დაუბრუნდება, კაცი მომავალი ლეგენდაა მსოფლიო ფეხბურთის
კონტე და ნებისმიერი კლუბი უკვე დიდიდ ძალაა
კონტე მაგარი კაცი ხარ
არანაირად არ იყო ეგ იუვენტუსის ღალატი, წავიდა მაშინ როცა ვერ მიიღო ხელმძღვანელობისგან გარანტი იმისა რო გუნდს პოგბა და ვიდალი არ დატოვებდნენ, პლიუს ამას იუვე არ აპირებდა დიდი თანხის დახარჯვას მაღალი დონის ფეხბურთელების მოსაყვანად )) მოიგო სკუდეტო სამჯერ, ეხლა ფაქტი იყო გულშემატკივრები მისგან ლიგაზე წარმატებას მიაღწევდნენ, როცა ნახა ამ გუნდით შეუძლებელი იყო ლიგის მოგება, ადგა და წავიდა, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, მყისვე მიიღო გადაწყვეტილება
სადგაც მართალი ხარ.მაგრამ მაგარი კაცია.კონტემ შეკრა ეგ გუნდი და ახლა რო ასეთია იუვე მისი დამსახურებაა.როცა ყველაზე მაგრა გვჩირდებოდა მაშინ მიგვატოვა.
ეგ უნდოდა ზუსტად კონტეს,იმიტომ დაიწყო ფხუკიანობა და იმიტომ წავიდა იუვედან,უეჭველი იცოდა რო მაგას დანიშნავდნენ,მაინც არ არის ერთგული იუვენტინო რასაც ქვია,ეგ კიდე გამოამჟღავნებს ეგეთ რამეს არაერთხელ