ალეგრი : ” “იუვენტუსში” ერთიანობას ვგრძნობ “
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიურ პრესას საკმაოდ დიდი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საუბარი იყო ტაქტიკურ მონახაზებზე, სატრანსფერო ფანჯარაზე, გუნდის მიზნებზე და რაც მთავარია, ანდრეა პირლოსთან ურთიერთობაზე.
“აზია-ავსტრალიური ტურნე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა და დაიხვეწა როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად.არ დავივიწყეთ 3-5-2 სქემა, რომელზეც ფეხბურთელები შესანიშნავად იყვნენ ადაპტირებულნი, თუმცა პარალელურ რეჟიმში ვერთვებობით სხვადასხვა ტაქტიკებზეც, ეს იმიტომ, რომ სეზონის განმავლობაში ზოგჯერ მოედანზე სამი მცველი დამჭირდება, ზოგჯერ კი ოთხი.”
“ჯაკარტაში და სიდნეიში ტაქტიკამ, რომელშიც ოთხი მცველია გაამართლა, იგივე მოხდა სინგაპურშიც, კმაყოფილი დავრჩი, რადგან შედეგი გამოიღო იმან, რასაც ვარჯიშებზე ვასრულებთ.მუხლჩაუხრელად ვშრომობთ იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყოთ გადავწყოთ სხვა სქემაზე, იქნება ეს მოულოდნელი თუ წინასწარ დაგეგმილი.4-3-1-2 ? – უფრო ხშირად ვამბობ მხოლოდ 4-3, რადგან წინახაზზე მუდმივად იცვლება სიტუაცია, გააჩნია ფეხბურთელებს.პლეიმეიკერის არ ყოფნა ? – გუნდში მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამ როლს იდეალურად მოირგებენ, მაგალითად პერეირა, თუმცა დასკვნით ფაზაში იგი უფრო ინერტულია.შემიძლია პოგბას, ან თუნდაც მარკიზიოს გამოყენებათ.ნახევარდაცვასა და წინახაზს შორის თამაში შეუძლია ტევესსაც, ამ შემთხვევაში სქემას სწორედ 4-3-1-2 დაერქმევა.როცა გუნდში ძალიან ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშე გყავს, ხელ-ფეხი გახსნილი გაქვს.4-3-3 ? – დიახ, ამ ტაქტიკით მოედანზე გასვლა გაგვიჭირდება, რადგან ერთადერთი გარემარბი პეპეა, დიახ, აქვეა კომანიც, თუმცა იგი ახალგაზრდაა და მოახლოვებული სეზონი კინგსლისთვის სადებიუტო იქნება.”
ანდრეა პირლოზე : “ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის, შეიძლება ყველაფერი დაიწყოს სხვანარად და დასრულდეს ისე, როგორც ვერავინ ივარაუდებდა.იმ სეზონში პირლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, თუმცა არ გაუმართლა, ტრავმა მიიღო და ლაზარეთში დიდხანს მოუწია ყოფნა, მთელი ის პერიოდი კი სხვა თერთმეტეულით ვასპარეზობდით.ამის შემდეგ გუნდმა აქცენტი ფინანსურ მხარეზე გააკეთა, ბევრი რამ შეიცვალა და ანდრეამ გუნდი დატოვა.ტექნიკური თვალსაზრისით, პირლო ერთადერთი და განუმეორებელია, ფიზიკურად კი იგი ზუსტად ისეა მომზადებული, როგორც ათი წლის წინ.ვინ შეცვლის მას, როცა საჭირო გახდება ? – მარკიზიო, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.”
“როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, ყველაფერი ახლიდან იწყება.თითოეული ნაბიჯი გუნდს უნდა მოარგო, მის ხასიათსა და მენტალიტეტს.სხვადასხვა მიდგომა აქვს ყველა მწვრთნელს, ალეგრისაც, კონტესაც, მაურინიოსაც, ანჩელოტისაც, გვარდიოლასაც და კლოპსაც, მაგრამ შენი იდეები რომ განახორციელო, მაღალი დონის ფეხბურთელები და შეკრული გუნდი გჭირდება.დამრიგებლის გვერდით უნდა იდგეს ფსიქოლიურად ძლიერი კოლექტივი, მონდომებული და გამარჯვებას მოწყურებული შეგირდები.”იუვენტუსში” ეს ვიპოვე, ასე იყო “მილანშიც”, მთელი სამი წლის განმავლობაში.102 ქულიანი რეკორდის გამეორება ? – ამ მიღწევაში ყველას შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ვინოვოზე ყოველდღიურად მუშაობენ, გასულ სეზონში დამყარებული მიღწევის გამეორება რთულია, მზად ვარ გუნდს 84-85 ქულა ჰქონდეს, ოღონდ ჩვენი შედეგი იყოს უფრო მეტი, ვიდრე მეორე ადგილი.”
ჩემპიონთა ლიგაზე : “გასულ წლებში, ჯგუფურ ეტაპს წარმატებით გავდიოდი და ერთხელ ჩემმა გუნდმა 1/4 ფინალშიც ითამაშა.ჩემპიონთა ლიგა განუმეორებელი და უნიკალური მოვლენაა, ჩვენი მიზანი ნებისმიერ ფრონტზე წარმატებით გამოსვლა იქნება.ერთადერთს ვიტყვი, უნდა გვჯეროდეს, თუმცა უნდა ვიყოთ რეალისტები.ტურნირის ფავორიტად “რეალს”, “ბარსელონას”, “ბავარიას” მივიჩნევ, არ დავივიწყოთ არც “ბორუსია” და “ატლეტიკო”, ბევრი უნდა ვისწალოთ, ამ გუნდებისგანაც, მათ შორის.”იუვენტუსი” არასდროს იფიქრებს იმას, რომ ვინმეს კონკურენციას ვერ გაუწევს, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს.განსაკუთრებით იმ ინდივიდუალისტებს გამოვყოფდი, რომელთაც აქვთ შესაძლებლობები, კიდევ განვითარდნენ, მაგალითად ვიდალს, პოგბას, კომანს, მარკიზიოს, ლიორენტეს, ასამოასა და მორატას.სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა ? – ორივე, რატომაც არა.”
სატრანსფერო ფანჯარაზე და არტურო ვიდალზე : “ჩილელი ვეფხვია, რომელიც გალიაში გვყავს გამოკეტილი.ვერ აგიღწერთ, როგორ სურს თამაში, თუმცა ცოტა უნდა მოითმინოს.არტურო მოედანზე პრიმავერასთან შეხვედრაში და ტროფეო ტიმზე გამოვა, ანუ უახლოეს დღეებში.გასაგებია, რომ მის წასვლაზე უამრავი ჭორი დაიწერა, თუმცა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩილელი “იუვენტუსში” რჩება, ის ჩვენი უდიდესი ოჯახის წევრია.”
“კლუბთან ერთად ანალიზი უნდა ჩავატაროთ, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.8 ტრანსფერიდან ორმა რომ არ გაამართლოს, არავინ არაფერს იტყვის, თუმცა ორი ახალწვეულიდან ორივემ უნდა გაამართლოს, სხვანაირად კრიტიკის ქარცეცხლში მოგვიწევს გავლა.მცველები მშვენივრად ასპარეზობენ, ოგბონა ძალიან კარგადაა მომზადებული, თუმცა მას პროგრესი სჭირდება.პირველ ორ ტურში ავარიულ სიტუაციაში ვიქნებით, ტრავმირებული ბარძალი, დისკვალიფიცირებული კიელინი, ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ბონუჩი, კასერესი და ოგბონა არიან, პლიუს მარონე, რომელმაც სხვათაშორის მშვენივრად წარმოაჩინა თავი მცველის პოზიციაზე, თუმცა არ ვიცი, დარჩება თუ არა იგი გუნდში.შეტევა ? – მორატა დავიმატეთ, ვნახავთ, დაგვჭირდება თუ არა ტრანსფერი კიდევ.მხიბლავს ისეთი მოთამაშეები, რომელთაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში, იგივე ალვარო, რომელიც ცენტრფორვარდთან ერთად, მეორე ფორვარდიცაა, მშვენივრად გრძნობს თავს ფლანგზეც.ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კიდევ დაგვემატება ვინმე, ნამდვილად გამოგვადგება, მჯერა, იგი ბევრ სარგებელს მოგვიტანს.”
არსენ: შეხვედრაში ქუჩური ჩხუბის მსგავსი ილეთები არ უნდფა გამოიყენო. ეგ რას ნიშნავს? რა ნახე შენ მანდ მსგავსი რამ? შენ თუ მარკიზიოს მაგ ამბავზე ამას რო იძახი მაშინ სუარესის საქციელზე რა უნდა ვთქვათ? მარკიზიოს შემთხვევა იყო ერთი ჩვეულებრივი მომენტი რომელზეც ნორმალური მსაჯი ყვითელსაც არ ამოიღებს, ამოიღებს კი არა არც იკადრებს უბრალოდ თავმოყვარეობის გამო. ჩვენ ვიყავით შეტევაზე იყო ბურთზე ბრძოლა მეტი არაფერი. ეგეთი სიტუაციები ყოველ მატჩზე ხდება პრემიერ ლიგაზე მაგრამ ამის გამო გაგდებული კაცი მე არ მინახავს რა. უბრალოდ სამართალი არ არსებობს ეგაა თორემ მარკიზიომ წითელი მიიღო და სუარესმა ყვითელიც არ მიიღო კბენისთვის. მე არ ვიცოდი მანამდე თუ კბენა დაშვებული ყოფილა ფეხბურთში.… Read more »
რას ამბობ ღია ფეხზე წასვლა ეგრევე წითელია …. კიკბოქსინგის ილეთი გამოუვიდა .. მაგრამ მოხარა ფეხი ( ამიტომ მსაჯის გადასაწყვეტი იყო … ფინალში ჰიოვედესი უფრო ანალოგიურ სიტუაციაში ეგრევე გასაგდები იყო იმიტომ რომ არ მოხარა ფეხი და გაშლილად წაიღო)
რაოოოო ..?? : რას წერ : “თვით ანიელი და მაროტა ვერ შეედრებიან იუვენტინოობაზე” -ოოო … ჰო კაი მაროტა თუ შენი წარმოდგენით იუვენტინოა მაშინ გასაგებია ყველაფერი
მაროტა ჩემი წარმოდგენით რა არის კარგად იცის აქ ბევრმა … დავწერდი მაგრამ ვიცავ ზრდილობის ეთიკას.
მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ გასაგდები არ იყო. მოხარა ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალურად არ გაუკეთებია ეს იყო უბრალოდ სათამაშო მომემნტი რომელზეც წითელს არ იძლევიან. უბრალოდ მსაჯს ასე სურდა. ნორმალური მსაჯი არ გააგდებდა მარკიზიოს მაგის გამო მაგრამ როცა გაქვს საქმე გამო…. მსაჯებთან და პლიუს პინგვინ ფიფას გამოპრუტუნებულ ბებრებთან მაშინ გასაკვირი არაფერია.
რა იყო ქუჩური ჩხუბის ილეთი? მაგ მოძრაობას ყველაზე ხშირად იყენებენ ჩამშლელები, ფეხი ჩაუდგა და ბურთი მოუგო, უბრალოდ მექანიკურად ფეხში ჩაარტყა მარგი ქმედების კოეფიციენტებით თუ აფასებ შენ ფეხბურთელებს მაშინ მაგით გამორჩეულები ბავარიაში და რელში თამაშობენ და იმათ უქომეგეთ, ჩემთვის კიდე მთავარია ნამდვილი იუვენტინოები ვინ არიან და იმათ ვქომაგობ ბუფონი რო წასულიყო იუვედან დღეს იქნებოდა საფეხბურთო სამყარო 99% მიერ აღიარებული მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მარა ჩემთვის როგორც ერთი რიგით იუვენტინოსთვის ბევრი რამე სეიცვლებოდა ბუფონის მიმართ, მარა დარჩა ბუფონი იუვეში, გარკვეულ წილად შეაფერხა მისი პირადი კარიერა, შეიძლება მსოფლიოს 99% არ თვლის რო მსფოლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეა მარა იუვენტინოების 100% ხო თვლის ასე? ხოდა… Read more »
arseni მარკიზიო რასაც აკეთებს იუვეში დღეს იმაზე მეტს ვერცერთი ვერ აკეთებს! პირლოც და ვიდალიც მათ შორის, პოგბაზე აღარ მაქვს საუბარი…
:-)
ეგრე ნედვედი და ედგარ დევიდსი არ იყვნენ ტურინელები და მით უფრო აპენინელები მაგრამ იუვეს ლეგენდები არიან …
marchisio undoda fergiusons da 38 milions ixdida. aq ki tkveni shesafasebeli gaxda marchisio xo?! sadaa samartali xalxno!!!!
buffon-bonuci-chielini-marchisio-giovinco am gundis juventinoebi arian romelic ertgulebas ar gadauxvevs…
pogba vidal teves lorente asamoa lixahta ki juventinoebi verasodes gaxdebian. radgan ertia iyo magari da meorea iyo sulit da gulit gundis nawili.
me ver gafavit vidalis wasvlas pogbas gayidvas lixshtaineris magrad miyvars es 3 igroki magram marchisioze win mxolod bufoni da delpieroa
რა შუაშია “სულით და გულით” .. გაუმარჯოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ ? მთავარია მოედანზე რას აკეთებს ფეხბურთელი და როგორია მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი … ! მარკიზიო კი სამწუხაროდ ვერ გასცდა იმ მაჩვენებლებს რომელიც მას წლების წინ ჰქონდა ანუ ვერ იზრდება სასურველ დონეზე … ფერგი თუ 38 მილიონს იხდიდა ეს სულელები რას უყურებდნე – აგეყიდათ – ფერგის ხელში უფრო გაიზრდებოდა და ისიცი ეცოდინებოდა რომ მსოფლიო ჩემპიონათის საკვანძო შეხვედრაში ქუჩური ჩხუბის მსგავსი ილეთები არ უნდფა გამოიყენო
M. Balotelli
ბალოტელი და დელ პიერო როგორც შეეფერებიან ერთმანეთს ისე შეეფერება შენი კომენტარები რეალობას
ყველა საიტზე 2 ..3..ახალ ახალი იწერება აქ ერთი ნორმალური დადეთ რამე რარრის 2თვე გავა და არაფერს დადებენ ამხანაგური ითამაშონ მაინც ვერონა რო ვერონა ის თამაშობს შახტართან ფიორენტინა რეალთან ნაპოლი ყველა ესენი ისვენებენ ივარჯიშეთ მაინც
pintu-ricchio
დადებითი კუთხით გადარევა ვიგულისხმე
marchisio namdvili juventino rimelic sulsa da guls debs tamashshi da saocrebebs chadis chashlashi da xandaxan karis xazze gvevlineba da dacva mekaris riolaac mahvenivrad asrulebs <3
ვიდალი არანაკლებ ასრულებს მაგ სამუშაოს (უკეთესად თუარა :D)
მარკიზიოს კარგი თამაში თითებზე ჩამოსაცვლელია აი ვიდალი კი სხვა დონეა… მე დგესაც ვფიქრობ და მიმაჩნია რომ მარკიზიო,კიელინი,ბონუჩი, ბარძალი თუნდაც ნახევარი იუვე არის უბრალოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი და მეტი არაფერი ..
წავიდეს ამის დებილი დედაც! ფორცა კონტე
ფაქტია დღევანდელი ეპოქა იუვეს ისტორიაში მარკიზიოს ეპოქათაც ჩაითვლება და თუ წლების მერე ვინმეს გაიხსენებენ ტურინში პირველი მარკიზიო იქნება (ბუფონი და დელ პიერო წინა თაობაში გადის) ხოდა მარკიზიოს ისტორია შეაფასებს
კონტე კიდე მსოფლიოს გადარევს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
მეტი რაღა უნდა გადარიოს ნაკრებმა მსოფლიო? ორი მსოფლიო ჩემპიონატია ზედიზედ ჯგუფში ჩარჩა იტალია და ამაზე უარესს რას იზამს კონტე? მსოფლიოზეც თუ ვერ გავედით, მაგის დედაც ჯეკ
მაგის მეტი შესაფასებელი რო არ არის გუნდში მაგიტოა კარგატ საქმე
მარკიზიო საშუალო დონის ფეხბურთელი არ არის და ამაზე ნუ ვიდავებთ,მაგ ფეხბურთელის მუშაობას თუ ვერ ამჩნევთ ფეხბურთზე რატო ლაპარაკობთ საერთოდ,და კიდე მაგ ფეხბურთელზე ჩალიჩობდნენ ბავარია,მანჩესტერი,პსჟ და კიდე ვინ ჩამოვთვალო,ესეც გაითვალისწინეთ ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევა და საკმაო თანხასაც არ იშურებდნენ მაგრამ მარკიზიო არის იუვენტინო და იუვემაც არ მოინდომა გაყიდვა,ეგ და ვიდალი ისე მუშაობდნენ ერთად ნახევარდაცვაში ბევრს არ ყავდა ეგეთი ორი თან ჩამშლელი და თან შემქმნელი ფეხბურთელი
მასე ჯოვინკოს თავი ბარსას, არსენალს უნდოდა და იმიტომ მაგალი დონის არის … მარკიზიო არის კარგი ფეხბურთელი რომელიც არის არასტაბილური
“How many Scudetti have Juve won? I remember with great joy the eight that I have won, fi5 as a player and 3 as a Coach.” – კონტე
მერე მაგაში რა არის ?
8 სკუდეტო მახსოვს დიდი სიხარულით, 5 როგორც ფეხბურთელს და 3 როგორც მწვრთნელსო…
იქნებ ეხლა ისიც დააბრალოთ, რომ კონტემ თქვა იუვეს მხოლოდ 8 სკუდეტო აქვს მოგებულიო?
დაცვისს პრობლემა არადა არ გვაქვს . მარჯვენა ვინგერი გვჭირდება . ერტი ფორვარდი/. ლავესი ან ფალკაო და ვსო გავდივართ.
რატო,ბლინდი გვაწყენდა? :D ,თუ ბებერი ევრას იმედზე ვიყოთ მარტო?4 მცველიან სქემაში ასამოა ვერ ჩაჯდება მარცხნივ და სხვა ვისი იმედი გაქვს?
თავტვლიპინა მაროტა დატრიალებულა და ამსტერდამამდე ჩასულა,რათა აიაქსის სამ ფეხბურთელს დააკვირდეს კარგად თავისი ბრუციანი თვალებით,ესენი არიან:დევი კლაასენი,ლასე შონე და დელეი ბლინდი,იმედია ამ უკანასკნელს წამოიყვანს,შონე და კლაასენის რა გითხრათ,მაინცდამაინც არ მომდის თვალში არცერთი
დღეს იმედია ატლეტიკი გავა. როგორც იმ წელს როცა მხოლოდ 2 გუნდი ყავდა იტალიასს იუვემ მაშინ ლიგის გამარჯვებულზე მეტი მაყუტი გამოიმუშავა ასე მოხდება წელსაც თუ ნაპოლი ვერ გავა ამიტომ მიდი ატლეტიკ შენსკენ ვააარ
ლავესი ფალკაოდან ერტერტი მოვა . რომელიმეს მოსვლის შემტხვევაში მეოთხედ ფინალი კიარა ლიგის ფინალი დაიდება ასე მგონია
ლავეცი ფალკაო ვერატი და მერე კი ხახვიც არ დაგვაჭრან
ვერატი არამგონია. ნახევარდაცვაში არ გვაქ პრობლემა. აი მაქსმა თქვა ზუსტად ვინგერი აქეტ ფლანგზე პეპე გვყავს მარტოო ( ამით ნამიოკი ჩაგირტყატ ზოგ ზოგიერთებს რომ პეპეზე არ უნდა იმედების დამყარება :D ) ლავეცი ან ფალკაო (უფრო ლავეცი) გახდება ცვენი და მერე ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებს ვერცერთი გუნდი
ლიგა კი გვინდა, მაგრამ ჩვენ რომ გვინდა ეგრე სადაა. 3 წელიწადშიც კი რომ ვერ დახარჯავ იმდენს რასაც ჩელსი, ბარსელინა და კიდევ სხვა მაგნაირი კლუბები ერთ წელში ხარჯავენ და კიდევ ლიგის მოგების იმედი გაქვს ეს უკვე ოქტიმიზმის რაღაც სასწაულად მაღალი დონეა ჩემი აზრით. ან სერია ა-ს რომ მივიგებთ წელს მაგის თუ ჯერა ვინმეს.
არ ვიძახი რომ ცუდი ფეხბუღთელია გლეხებს ჯობია აშკარად მაგრამ არაა ეგტ კაცი არც საკაპიტნე კაცი და არც გუნდის გამოკვეტილი ლიდერი ვააახ
მე ასე მგონია მარკიზიოზე ცუდის თქმა ფეხბურთის უცოდინარობად მიმაჩნია და პასუხის გაცემად არ ღირს.
სამოთხეში აღარ მოვხვდებიიიი ????????????????????????????????????????????
რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები? რას ჰქვია გლეხის დონეს ჯობია? ვიღაცა ვიღაცას აჯობებს რა არი აქ გასაკვირი? ან რატო ადარებ სხვას? შენ ერთი დამისახელე მასზე უკეთესი ვინ გყავს და ვის ყავს? ნებისმიერი გუნდი ისურვებდა პრინც თავის გუნდში და სულ სასტავში იქნებოდა.
ტიპს ყველაფერი აქვს რას ესაჭიროება ფეხბურთელს და ახლა ტრენერზეა დამოკიდებული ბევრი რამ როგორ გამოიყენებს მას. ლიპის ხელში მარკიზიო იქნებოდა ნომერი 1 მსოფლიოში. ბოლო დროს ტრამვებმა გატანჯეს და ეგ უშლიდა ფორმაში შესასვლელად და იმედია მისი ტრამვიანობა მორჩა. და ტრამვის გამო ლაპარაკი უხერხულია, თუ ასეა ტრამვის გამო ვან პერსი და რონალდო ჩამოსაწერი ყოფილა მაშინ ფეხბურთიდან?
პოგბა და ვიდალი აშკარად უფრო მეტია დღეს იუვენტუსისთვის ვიდრე მარკიზიო . ჩემი თუ არ გჯერა ბოლო ორ წელს გადახედე და ეხლა ზესონი რო დაიწყება კარგად დააკვირდი. მარკიზიო იქნება პირლოს შემცვლელი ასაკის გამო მაგრამ წარმატებასი დიდ როლს მაინც პოგბა ვიდალი ტევესი ითამაშებს (ლორენტეც) .
არ ვიძახი რომ ცუდია ტქო უბრალოდ იუვეს გამოკვეთილი ლიდერი არასდროს ყოფილა და არც იმის მომავალი ჩანს რომ ოდესმე იქნება. ალეგრის კომენტარიდანაც კარგად ჩანს რადაც მოიაზრება კლაუდიო მარკიზიო
შენ ერთხელ გაქ ნაქვამი მარკიზიოზე არ მომწონო, ისევე როგორც დე ჩელიეზე და ჯოვინკოზე, თქვენ ზოგადად ტურინელები არ მოგწონთ მე პირიქით ზედმეტად მომწონს სამივე, სამივეს სასტავში ყოფნა გამიხარდება მარა მარკიზიო დღეს მარტო ტურინელი არაა, მარკიზიო არი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ჩამშლელი, იტალიის ნაკრების ძირითადის მოთამაშე და იუვენტუსშიც სულ სასტავშია ბოლო 5-6 წელია, ნახევარი სეზონი რო სკამზე იჯდა მაგი ყველას მოსდის, წელსაც რო სკამზე დასვან მაგით ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება, მე ვიცი ამ ფეხბურთელს რა სეუძლია და იმიტო ვქომაგობ რო ჩემ გემოვნებაში ჯდება და ალეგრის თუ არ მოწონს მაშინ ალეგრიმ არ ათამაშოს და არ უქომაგოს, მე ხო არ ვეტყვი ვინც მე მომწონს ის… Read more »
gio_juventino
აუ აუ რა სკამის ფეხბურთელი, რა შემცვლელი და საშუალო დონე, შარშანდელი სეზონის პირველი ნახევარი ტრავმის გამო ოდნავ რო ჩაუვარდა იმიტო ლაპარაკობ ეგრე ? სამაგიეროდ სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა ძალიან მაგრად, ტეხავს იუვეს ფანისგან ეგენი ლაპარაკი მარკიზიოზე, რომელიც სულით და გულით თამაშობს მოედანზე და რაც მთავარია წარმატებულად, მარკიზიო საშუალო დონე რო იყოს იტალიის ნაკრების ძირითადში ვერაფრით ვერ მოხვდებოდა, მით უმეტეს მანდ სასწაული კონკურენციაა ) ალეგრის ბევრი საფიქრალი აქვს იმაზე, როგორ მოათავსოს ოთხი უმაღლესი დონის ცენტრალური ნახევარმცველი მოედანზე, რომელიმე მათგანის დაჯენა არ წაადგება გუნდს არანაირად
ტყუილად აიტეხა ბრუციმ ფალკაო,ვერც გაქაჩავს და ტყუილად იმედებს მოგვცემს როგორც არაერთ ფეხბურთელზე,არადა ეგ და ნასტასიჩი რო დავიმატოთ ლიგაზე მართლა სერიოზული გუნდი გვეყოლება
მარკიზიოს ყველა აქებს და მერე სკამზე სვამენ
კაცი პირლოს რო ცვლის უკვე მიტოა დიდი ფეხბურთელი და როგორც ჩამშლელი კიდე რაცაა ყველამ იცის, მარკიზიოს თუ უთხრეს რო შენ ხარ იუვეს მთავარი მოთამაშეაო(რეალურად რაც არის და რაც უნდა იყოს) მაგას ზედმეტი მოტივაციის ხარჯზე შეუძლია მართლა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახდეს
კაი რა . ვაღიარებტ რომ მარკიზიო საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელია მაგრამ რა გუნდის ლიდერობა კაი რაა. ერთი და ორი მატჩი აქვს იუვესთვის ჩატარებული თუ რაა? დღესდღეობით მარკიზიო არის გუნდშI იმ სკამის ფეხბურთელი რომელიც გადაღლილობის ან ტრავმის შემთხვევაში ვიდალის პირლოს და პოგბას ზამენად მოიაზრება, და ეს სამეული აშკარად უფრო მარალი დონის ფეხბურთელები არიან და იუვეს წარმატებები ამათმა უფრო მოუუტანეს ვიდრე მარკიზიომ რომელიც მთელი ცხოვრებაა იუვეშია
საღოლ ალეგრი!ჭკვიანი კაცია ეტყობა…ლიგის ფინალი გვინდა წელს!