პარატიჩი : “ოგბონას ფასი არანაკლებ 15 მილიონი ევროა”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორის ერთ-ერთმა თანაშემწემ, ფაბიო პარატიჩიმ “სევილიას” ანჯელო ოგბონასადმი ინტერესი არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ იტალიელი მცველის ფასი 15 მილიონი ევროა : “არასდროს გვქონია იდეა, ანჯელო გაგვეყიდა ან არენდით გაგვეშვა სხვა რომელიმე კლუბში, თუ ვინმეს ოგბონას შეძენა სურს, არანაკლებ 15 მილიონისა უნდა გადაიხადოს, მას ჩვენთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.”სევილია” ? – მათი წარმომადგენლებისგან არავინ დაგვკავშირებია, შესაბამისად, შემოთავაზებაც არ ყოფილა.”