ჩიჩარიტოს შემდეგ “იუვენტუსმა” ხელიდან ფალკაოც გაუშვა
რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში გამარჯვებული მანჩესტერ “იუნაიტედი” გამოვიდა, ეშმაკებმა ტურინის “იუვენტუსსა” და თანაქალაქელ “სიტის” აჯობეს, ხელთ კი კოლუმბიელი ფორვარდი იგდეს.ლუი ვან გაალის გუნდმა 28 წლის ფეხბურთელი არენდის წესით დაახლოებით 15 მილიონ ევროდ აიყვანა, მისი ანაზღაურება კვირაში კი 250 000 ევრო იქნება.ჯერ-ჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა ჯუზეპე მაროტა სხვა რომელიმე თავდამსხმელის დამატებაზე, შეგახსენებთ, რომ ფალკაოს მთავარი ალტერნატივა, ხავიერ ერნანდესი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.წყარო : Football Italia
ამ ზაფხულს ვუჩინიჩი, ისლა , პელუზო მაინც რო მოვიშორეთ ეგ რად ღირს ლიდერები არ დაგვიკარგავს, დავიმატეთ საკმაოდ ნიჭიერი, მშრომელი კაცი– ფერეირა, ახალგაზრდა და პერსპექტიული მორატა და ძაან დიდი პოტენციალის მქონე კომანი, რომულოც არააა ცუდი ბიჭი….. საერთო ჯამში ბევრად უკეთაც შეიძლებოდა, მარა გუნდს აქ ის რესურსი რო ლიგის მეოთხედ ან ნახევარფინალი მაინც იტამაშოს…… მორატაში გადაყრილი ფული ან იტურბეს, ან კუადრადოს ტრანსფერში დაეხარჯათ უკეთესი იქნებოდა მარა ფასიანებში სუსტია მაროტა და რა ქნას ….
ფულის ამბავი არაა აქ მარტო მთავარი, თავი არ აბიათ ეგაა თავი და ბოლო. მსოფლიო ჩემპიონატამდე სანჩესი 20 ყიდდა ბარსა ამ ბრიყვებს 18 უნდოდათ, ამის შემდეგ ეგენი პინგვინები არ არიან? მორატაზე გადახდილს დავამატებდი ან გავყიდიდი ჩვენს ჯართებს და ვიყიდდი მას მაგრამ ამას თავი არ უნდა?! ამათ პოლიტიკას ვერ დაადგამს კაცი თავს.
ან გაბიადინის და ბერარდის მოყვანას მილიარდები უნდოდა? ჩიჩარიტო თუ ვინცაა რომ დასედევ მას ჩვენი ახალგაზრდები თავზე დაახევენ ბურთს.