კიელინი ტრავმის გამო ტურინში დაბრუნდა
იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ტრავმის გამო კოვერჩიანოს ბაზა დატოვა და ტურინში დაბრუნდა.29 წლის უკანახაზელმა კუნთის ტკივილის გამო ჰოლანდიასთან მეგობრული მატჩი გამოტოვა, დაზიანების მოშუშება კი ვერც ახლა მოასწრო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას, ნორვეგიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.აქვე გეტყვით, რომ ფლორენციის ახლოს მდებარე კოვერჩიანოს სამწვრთნელი ბაზა გუშინ კლაუდიო მარკიზიომაც დატოვა, რომელიც ნორვეგიასთან ოფიციალურ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ვა ყოჩაღ კოლროვი …. პოგბა საფრანგეთის ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა (მით უფრო რიბერის არყოფნის პირობებში)
დღეს ამ მაკგიდიმ დამღუპა და ეხლა კიდევ პოგბა მღუპავს
ნახეთ ბიჭებო ოქრიაშვილმა რა გოლი გაიტანა?