ევრა: ” კმაყოფილი ვარ დებიუტით “
პატრის ევრას განცხადებით, იგი კმაყოფილია გუშინდელი დებიუტითა და გუნდის მიერ მოპოვებული სამი ქულით. ”პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ტურინში გადმობარგება მირჩია. ეს ნამდვილად დიდი კლუბია. ძალიან კარგად ვითამაშეთ და შემიძლია ვთქვა, რომ დებიუტით კმაყოფილი ვარ. არასოდეს მივარჯიშია იმ დატვირთვით, რაც ”იუვენტუსში” და ზოგადად იტალიაშია. ინგლისისგან განსხვავებით, აქ თამაში ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა ტაქტიკურადაა მძლავრი. წამიერი შეცდომაც კი შეიძლება მარცხის ფასად დაუჯდეს გუნდს. ჩემპიონთა ლიგა? მთავარი მიზანია, რომ წინა სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. გუნდს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ვეცდებით, რომ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ”, განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა Sky Sport Italia – სთან საუბრისას.
წყარო: Tuttosport