ალეგრის პრესსკონფერენცია
” ვფიქრობ “იუვენტუსი” ოპტიმალურად არის მიზანთან და დღევანდელ შეხვედრაში ლოგიკურ გამარჯვებასთან. თუმცა, ევროპაში არ არსებობს იოლი მატჩები და დღევანდელი მეტოქე ამისი ნათელი დადასტურება იქნება. შესაძლოა საზოგადოებას მოეჩვენოს, რომ გუნდს იოლი ჯგუფი შეხვდა, მაგრამ არც შარშან ყოფილა უარესი მდგომარეობა ამ კუთხით ხოლო შედეგი ყველამ საკუთარი თვალით იხილა. არაფრის დიდებით არ შეიცლება მეტოქის არ დაფასება. მეტოქეზე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ იმყოფება უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში რადგან მათი ჩემპიონატი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე სერია ა. შესაბამისად მოგვიწევს ტაქტიკურად ყურადღები ყოფნა, სისწრაფის შენარჩუნებაც და ამ ყოველივესთან ერთად უკანა ხაზში საიმედო ასპარეზობა არ უნდა დავივიწყოთ”.
” ტევესი? თავს მშვენივრად გრძნობს და აუცილებლად ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის პირველივე ტურში. რაც შეეხება გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. რთულია გუნდში მაშინ მოსვლა როდესაც კლუბს ზედიზედ სამჯერ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული. შესაძლოა ეხლა კარგად ვასპარეზობდეთ, მაგრამ გარკვეულ ასპექტებში უნდა მოვუმატოთ. თუ შევძლებთ პროგრესირებას მენტალურად, მაშინ ეს უკვე გუნდზეც დადებითად აისახება. 3-5-2? ციფრებს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. ამავე დროს არაჩვეულებრივად გამოგვდის ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას “.
” რატომ დატოვა ვადაზე ადრე შარშანდელი გათამაშება გუნდმა? ცალკეული ეპიზოდების გამო. “იუვენტუსი” დიდი გუნდია, რომელიც თანასწორად უნდა ეასპარეზებოდეს ნებისმიერ ევროპულ გრანდს. ბიჭები მოედანზე გასვლამდე უნდა მიხვდნენ, რომ მიდგომა ლიგასა და სერია ა-ს შორის არის განსხვავებული”.
” რა არის სხვაობა? თამაშთან მიდგომა. გამომდინარე ტურნირის სპეციფიკიდან აქ ტაქტიკებს იშვიათად უთმობენ ყურადღებას და აქცენტს აკეთებენ სისწრაფეზე, ამიტომ უნდა ვისწავლოთ თამაშის წაკითხვა “.
“როგორია პირადად ჩემი მიდგომა? ალბათ უფრო იტალიური რადგან ჯერჯერობით ევროპაში დიდი წარმატებისთვის არ მიმიღწევია. თუმცა, ყველაფერი წინ არის ასეთ კარგ გუნდთთან ერთად”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
sainteresoa pereiras diskvalifikacia ranairad aqvs chempionta ligaze?
კარგად საუბრობს ეს მწრთნელი და რასაც იძახის თუ ის ყველაფერი გააკეთა მაშინ მართლა საღოლ უყვარს ამას ტაქტიკის ცვლა და ჩაციკლული არ არის თან ახალგაზრდებსაც აძლევს შანს ვნახოთ ვნახოთ იმედია მოიგებენ დღეს
tantadan ufro momcons es kaci imedia am tamashis merec ase vipiqreb
ამ კაცს სულ ერთნაირი სახე რატო აქვს???