ჯიოვინკო: “სწორ გზაზე ვიმყოფებით”
გუშინდელ დაპირისპირებაში სებასტიან ჯიოვინკო პირველად გამოჩნდა მიმდინარე სეზონში მოედანზე და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზა :”ძალზედ ახლოს ვიყავი რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა. შეიძლებოდა ეს საღამო კიდევ უფრო ლამაზი გამხდარიყო, მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინ არის. იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მატჩი? მწვრთნელი გარკვეულ პერიოდში პერსონალურ დავალებებს მაძლევდა და ვფიქრობ თავს კარგად ვართმევდი. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი ისე არ გამომდიოდა როგორც მსურდა. თუმცა, ვგრძნობ რომ სწორ გზაზე ვართ და ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვითარდება. რომა? ორი აზრი არაა ფანტასტიურ ფორმაში იმყოფებიან და ვფიქრობ ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან სკუდეტოსთვის ბრძოლაში” – განაცხადა სებასტიან ჯიოვინკომ.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
ჩეზენასთან მაინც გაერისკა ალეგრის და 3 ფორვარდით ეთამაშა რა მოხდებოდა. დროა უკვე 4 მცველის ტაქტიკაზე დაიწყოს ნელ-ნელა გადასვლა. კარგად გვაჩვენა ევროპულმა გამოცდილებამ რა მოყვება კონტეს სქემით თამაშს.