ტურინელთა ლაზარეთს რომულო შეემატა
გუნდის უკანასკნელ ვარჯიშზე ბიანკონერის ახალწვეულმა რომულომ მარჯვენა საზარდულის მხარეს ტკივილები იგრძნო, რის გამოც მან ვერ განაგრძო სამწრთვნელო სესია. იტალო-ბრაზილიელ მცველს სრული სამედიცინო გამოკვლევა მომავალი კვირის დასაწყისში ჩაუტარდება რის შემდეგაც დადგინდება სარეაბილიტაციო პერიოდი. ჯერჯერობით ლაზარეთში რჩებიან ასევე ანდრეა პირლო, ანდრეა ბარძალი, ლუკა მარონე და მარტინ კასერესი. ზემოთხსენებული ფეხბურთელები ვერ შესძლებენ “ატალანტასთან” წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლას.
წყარო: tuttosport