10 წელი ტურინში …
ბიანკონერის ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი კმაყოფილია საკუთარი გუნდის ასპარეზობით ჩემპიონატის სტარტზე და იგი მაქსიმალური კონცენტრაციით ხვდება ბერგამოში მოახლოებულ დაპირისპირებას :” ჩემპიონატის სტარტით ბუნებრივია უზომოდ კმაყოფილები ვართ და თან არ დაგავიწყდეთ ზაფხულის მოვლენები, რის გამოც ამ ყოველივეს ოქროს ფასი ეძლევა. ჩეზენას წინააღმდეგ ვიასპარეზეთ ზუსტად ისე როგორც ეს მწვრთნელს სურდა და ვფიქრობ მითითები ზედმიწევნით კარგად შევასრულეთ. ვფლობდით ინიციატივას, რომელიც ბოლო წამამდე არ გაგვიშვია ხელიდან “.
” კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი რაც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა იყო ის, რომ ტრავმების და ინტენსიური კალენდრის გამო სხვადსხვა მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და სასიხარულოა რომ მათ ეს საუკეთესო კუთხით გამოიყენეს. ვიდალის ფეერიული დაბრუნება კი გუნდს დამატებით თავდაჯერებულობას შემატებს რადგან ჩილელი გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა “.
შაბათს გუნდს ბერგამოში ელის ადგილობრივ ატალანტასთან დაპირისპირება, თუმცა ჯორჯო მცირედით ჩემპიონთა ლიგასაც ეხება და მადრიდელებთან შეხვედრას …
” აპენინებთან შედარებით ჩემპიონთა ლიგას განსხვავებული ენერგეტიკა აქვს. კარგად დავიწყეთ სეზონი როდესაც მალმიოს ვძლიეთ, მაგრამ ეხლა მადრიდში მოგვიწევს შეუპოვრობის გამომჟღავნება ” .
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯორჯო უკვე 10 წელია რაც ტურინულ გრანდში ასპარეზობს …
” ეს უკვე ჩემი მე-10-ე სეზონია გუნდში. ახალგაზრდა მოვედი ტურინში და ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთ სიმაღლეებს შევწვდებოდი. წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვგრძნობდი, რომ გუნდის და საერთოდ ქალაქის განუყოფელი ნაწილი ვხვდებოდი. მოხარული ვარ რომ დიდი ისტორიის გარკვეულ ნაწილს მეც ვწერ. ვიმედოვნებ კარიერის ბოლომდე მექნება შავ თეთრი მაისურის ტარების უფლება და თითოეულ წარმატებას ფანტასტიური გუნდის ფანტასტიურ გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებ “.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
მაგრად მევასება ერტერთი საუკეტესოა, მარა ხანდახან გამოხტომებიც აქ
ჯორჯო უკვე ბებერი ლომია
მართლა მალე გარბის წლები ჯორჯო
რა მალე გარბის დრო… გუშინდელივით მახსოვს კაპელოს დროს ძამბროტას შეცვლაზე შემოსული სულ ახალგაზრდა მწვანე ჯორჯო. წამატებები და ჯანმრთელობა ჩვენ კინკონგს
ჯორჯო ლომია!
მართლა ლომია