ფან კლუბის შეკრება : 1 ოქტომბერი – რესტორანი ” ბარაკონი ”
1 ოქტომბერს, მადრიდში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტს ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება. იტალიის მოქმედი ჩემპიონი მაქსიმალურად ეცდება ევროპაში განცდილი წარუმატებლობების შემდგომ ცუდი რეპუტაციის აღდგენას და საკუთარი ურიცხვი ტიფოზერიის გახარებას. “იუვენტუსის” ქართული ფან კლუბი ტრადიციულად გეპატიჟებათ ყველა გულშემატკივარს რესტორან “ბარაკონში” მორიგი ლამაზი შავ-თეთრი საღამოსთვის. ერთად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ფავორიტ კლუბს !!!
Forza Juve ! Fino Alla Fine !!!
ცუდად გვაქვს დაცდილი
შორსაა თორე რას ვერჩი ბარაკონს, დაჟე უკეთესი პონტია
მცხეთაში შევიკრიბოთ ჯობია არისტოკრატში რატო აღარ ვართ?
პირველად მოვდივარ და იქნებ დამიზუსტოთ ზუსტი მისამართი სადაა და რომელ საათზე და თანხა რამედნია საჭირო ან შესვლა რა ღირს.გმადლობთ
რესტორანი ბარაკონი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე. რაც შეეხება შემოსვლას იგი არის სრულად უფასო :) შეკრება იწყება 10 საათიდან.
saqartveloshi ar var magram sulit da gulit tkventan vart.