აგენტი : ” ტევესის კონტრაქტი? ვერ ვხედავ პრობლემას “
ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, რომ ბიანკონერის ხელმძღვანელობა კარლიტოს ტევესის მიმდინარე კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. არგენტინელს მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის ივნისამდე აქვს და ტურინელებს მისი კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივება სურთ გამომდინარე იქიდან, რომ აპაჩე ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება. პრესის ფურცლებზე გავრცელებულ ინფორმაციას სამხრეთ ამერიკელის საფეხბურთო აგენტი კია ჟურაბჩანი გამოეხმაურა : ” ძნელია იმის აღწერა რამდენად ბედნიერია კარლიტოსი ტურინში. იქ თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. კონტაქტი მაროტასთან ? ვფიქრობ, ამ მხირვ სრული სიმშვიდეა და თქვენ ასე არ ფიქრობთ? კონტრაქტის მიხედვით მას კლუბთან კიდევ წელიწადნახევრიანი ვალდებულებები აქვს და ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით საჭირო დროს. კარლოს უყვარს მისი ამჟამინდელი გუნდი და ქალაქი, მე კი ჯერჯერობით არ მცალია მაროტასთან სალაპარაკოდ “.
წყარო: TuttoSport