იუვენტუსი პოგბასაც უხანგრძლივებს
Mediaset-ის ინფორმაციით პოლ პოგბა უახლოეს პერიოდში ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს ტურინულ კლუბთან, რომელიც ძალაში 2019 წლამდე იქნება. მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობამ კატეგორიულად გამორიცხა ფრანგი ნახევარმცველის გასხვისება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, პოგბამ და მისმა აგენტმა ერთხმად განაცხადეს, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საქმე სრული სვლით მიმდინარეობს. Sportmediaset-ი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არსებობს და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულიც კი არის. ზემოთხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ ფრანგს ხუთ წლიანი კონტრაქტი და მკვეთრად გაუმჯობესებული ანაზღაურება შესთავაზეს. ამჟამინდელი მონაცემებით პოლი წლიურად 1.5 მილიონ ევროს იღებს, ხოლო ახალი შეკრულების თანახმად ციფრი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
წყარო: Football Italia
რაღაც არ მომწონს მე ეს სიტუაცია. წელიწადნახევარზე მეტია უკვე უხანგრძლივებენ და რით ვერ გაუხანგრძლივეს.