მარკიზიო ალეგრის მადლიერია
კლაუდიო მარკიზიო მასიმილიანო ალეგრის მადლიერია, რადგან იტალიელი სპეციალისტი ტურინში მოსვლის დღიდან უდიდეს ნდობას უცხადებს ბიანკონერის აღზრდილ შუახაზელს : ” კონტესთან სამ წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, უპრობლემოდ შევეგუეთ ახალ სამწვრთნელო შტაბს, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ამჟამინდელ სპორტულ მიღწევებში. პირადად ჩემთვის აუცილებელია მწვრთნელისგან მოდიოდეს ნდობის მომენტი, რაც მერწმუნეთ ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელისთვის მოტივირების საუკეთესო საშუალებაა”.
კონტეს პერიოდში აშკარა იყო პირლოს როლი და მნიშვნელობა მოედანზე. იშვიათად მაგრამ მაინც როდესაც მაესტრო ვერ ახერხებდა მოედანზე გამოსვლას, ბიანკონერის არა ერთი ხარვეზი ექმნებოდა ამის გამო. ალეგრის მოსვლის შემდგომ სამწუხაროდ პირლომ გრძელვადიანი ტრავმა მიიღო და დადგა ისევ იგივე საშიშროება. თუმცა, მაქსმა მის პოზიციაზე მარკიზიო განამწესა და ნახევარმცველმაც ფრთები გაშალა. მარკიზიო რომელიც უკვე ჩამოყალიბებული მაღალი კალიბრის შუახაზელია ახალი კუთხით, უფრო მეტად ” მხატვარი ” ფეხბურთელის ამპლუით წარგვიდგა:
” ანდრეას შეცვლა წარმოუდგენელი რამ არის არამარტო ჩემთვის არამედ ალბათ ნებისმიერისთვის. თუმცა, გასულ სეზონში ევროპა ლიგის მატჩებში იყო ამის მცდელობა ჩემი მხრიდან. მიმდინარე სეზონში კი განსაკუთრებით ამ ეტაპზე როდესაც სეზონი ეს ესაა დაიწყო ამისი შესაძლებლობა უფრო მეტად მაქვს და მსურს მაქსიმალურად გამოვიყენო და დავხვეწო გარკვეული ასპექტები. სიმართლე გითხრათ თამაშიდან თამაშამდე ვგრძნობ რომ კარგად ვითავსებ ამ ფუნქციას და სიმპატიებითაც კი ვარ განსჭვალული. თუმცა, წლების განმავლობაში საყრდენის ფუნქციას ვასრულებდი ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იღებს, მე კი მის სრულ განკარგულებაში ვარ “.
შემდგო პრინჩიპინო გუნდის პრობლემებს შეეხო ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, რომელიც გუნდს აგერ უკვე მერამდენე წელია გააჩნია …
” მართალია სამი წელი ზედიზედ სკუდეტოს სკუდეტოზე ვიგებდით, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით ევროპაში საჭირო თამაშის და შედეგის ჩვენებას. საბედნიეროდ წელს გამარჯვებით დავიწყეთ და ის შანსი რასაც წინა წლებში ვუშვებდით აღარ გავიმეორეთ. განსაკუთრებით მოტივირებულნი ვმუშაობდით ამ კუთხით და მერწმუნეთ ეს ყოველივე იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება. ხვალ კი დიდი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს ასპარეზობა, მაგრამ მადრიდშიც კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ სასურველი შედეგის მისაღწევად. გამარჯვების შემთხვევაში მთელი 6 ქულით გავასწრებთ მადრიდს რაც მერწმუნეთ სახუმარო საქმე არ არის. ყველამ კარგად ვნახეთ რა მოხდა საბერძენთში და რა შეუძლია ოლიმპიაკოს, ამიტომაც ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არ არსებობს შემთხვევითი გუნდი. ბერძნებს ნამდვილად შეუძლიათ პრობლემების შექმნა ჩვენთვის “.
” როდესაც იმ დონეზე გიმართლებს, როგორც ტოტის, დე როსის და მათი სტილის მოთამაშეებს, როდესაც შენ იმ გუნდში ასპარეზობ რომელშიც აღიზარდე, მაშინ სათამაშო ფორმა ყოველდღიურად უნდა შეინარჩუნო მაღალ დონეზე. ყოველწლიურად იცვლება ატმოსფერო, კლიმატი და შენ საუკეთესო ფორმაში უნდა იმყოფებოდე “.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი