კასერესი 15-30 დღით დააკლდა გუნდს
მართალია სრულ სამედიცინო შემოწმებას მარტინ კასერესი დღეს გაივლის, თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ურუგვაელი მწვანე მინდორს 15-30 დღით ჩამოშორდა. რომაელებთან თავბრუდამხვევ მატჩში მარტინმა მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და ვერ შესძლო შეხვედრის გაგრძელება. შედეგად კასერესი ჩემპიონთა ლიგის მეტად პრინციპულ მატჩს გამოტოვებს ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ და უკვე თამამად უნდა ითქვას, რომ ძალზედ დააკლდება მის კლუბს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ანდრეა ბარძალის სარეაბილიტაციო კურსი კიდევ 30 დღით არის გადავადებული შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ალეგრის გუნდს უკანა ხაზში საკმაო პრობლემები უგროვდება.
წყარო: TuttoSport
რავი, რასაც ვუყურებ, წელს ოგბონა კარგად თამაშობს. იმედია ღირსეულად ჩაანაცვლებს კასერესს. ისე ალეგრის მოსვლის მერე ძალიან ტრავმიანობს გუნდი :/